ახალი ამბები
მდინარე რიონში მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება
FaceBook
ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები რიონის ხეობაში გრძელდება.

პროცესში მყვინთავები ჩაერთნენ. ადგილზე რვა ნავია მობილიზებული. სამძებრო ოპერაციაში მაშველების სხვადასხვა რეგიონდან ჩართვა გახდა საჭირო.

გვიან ღამით ადგილზე კარავი გაიშალა, სადაც საგანგებო შტაბი მოეწყო.

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. სხვა დამატებით კითხვაზე გამოძიება გასცემს პასუხს"- ამბობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი.

კითხვაზე იყო თუ არა გაუჩინარებული მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში და თუ გამოიკითხა მისი თანმხლები პირი, პასუხობს, რომ ყველა კითხვას გამოძიება მოკლე ვადებში გასცემს პასუხს.

ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე რიონში 10აპრილს შევიდა და გაუჩინარდა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.