ახალი ამბები
რიონის ხეობაში აქციის მონაწილეები დააჯარიმეს
FaceBook
რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში 12 ადამიანი, რომელიც ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებდა,  კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმეს.
მოქალაქეები სოფელ გუმათში, მანქანებში ღამის გასათავად მას შემდეგ დარჩნენ, რაც სამართალდამცველებმა დღის განმავლობაში ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლება არ მისცა.

დაჯარიმებულ მოქალაქეებს შორის ქუთაისის,  თბილისის და ყაზბეგის მკვიდრები არიან, ისინი პოლიციამ 2000-2000 ლარით დააჯარიმა.

მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის'' აქტივისტების თქმით, მოქალაქეების დაჯარიმების მიზანი მათი დაშინება იყო.

რიონის ხეობაში სიტუაცია  მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი ჩავიდა. ხეობაში მერაბ ლომინაძე აქტივისტებთან შესახვედრად სამართალდამცავებთან ერთად  გამოჩნდა.

ხეობაში მისი ჩასვლის პარალელურად განახლდა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. იმავე დღეს, პოლიციამ ჩაკეტა ნამოხვანთან მისასვლელი გზა, დააკავა ორი და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმა 12 აქტივისტი.

ამის შემდეგ, ხეობის მცველებმა გუმათჰესთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და კიდევ ერთი კარავი გაშალეს. რიონის ხეობაში ახლა პროტესტის ორი ლოკაცია და ხუთი კარავია გაშლილი.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა უკვე 163-ე ღამე გაათიეს კარვებში. ისინი მოითხოვენ კომპანია "ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა, შეწყდეს ჰესის მშენებლობა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. ხეობის მცხოვრებლებისთვის მიუღებელია მთავრობის ხუთპუნქტიანი შეთავაზება, რადგან, როგორც ისინი აცხადებენ, ხელისუფლების გეგმა მათ მოთხოვნებს არ პასუხობს.


ამავე თემაზე:


ხეობის მცველებმა გუმათში კარავი გაშალეს

"ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ასე გაგრძელდება" – "ენკას" ახალი დირექტორი

ნამახვანში პოლიციამ ორი პირი დააკავა

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები განახლდა


რიონის ხეობის "მცველები" ღამეს ქუთაისის ცენტრში, მანქანებში ათევენ

რიონის ხეობის ,,მცველები'' ნათია თურნავას გადადგომას ითხოვენ
"ნამახვანჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, ვიდრე კვლევების გადამოწმება არ მოხდება"
"ეს არის მოსახლეობის მასხრად აგდება'' - მინისტრებმა ხეობის "მცველებთან" გამართული შეხვედრა დატოვეს
რიონის ხეობაში კომპანია ,,ენკა'' სამუშაოებს აგრძელებს
"დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს

რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და მინისტრები
Print