ახალი ამბები
"ჰესის არ აშენება არ განიხილება'' - ნათია თურნავა ნამახვანჰესზე
FaceBook
მთავრობა ნამახვანჰესის არ აშენების საკითხს არ განიხილავს.

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ერთ-ერთ ტელევიზიაში განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ნამახვანჰესის პროექტი არ გადადებულა და ის აშენდება, ხოლო კაშხალი აშენდება მას შემდეგ რაც მოხდება დასკვნების გადამოწმება.

"ძალიან დეტალური დასკვნები არსებობს, რომელიც ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებმა გააკეთეს, მაგრამ რადგანაც გაჩნდა უნდობლობა და კითხვები, რამდენად მართლაც უსაფრთხოა ეს დასკვნები, გავახსნევინეთ ეს ყველაფერი და ყველა ექსპერტს, ვინც არის დაინტერესებული, შეუძლია იხილოს და გადაამოწმოს. თუ დადგა მომენტი, რომ რაიმე შეიძლება გაკეთდეს უკეთესად, ინვესტორი მზადა არის დამატებითი ხარჯი გაიღოს, დააზუსტოს მდებარეობა, შეცვალოს მასალების ხარჯი, დააზუსტოს ტექნოლოგია, მაგრამ საკითხი იმისა, რომ ჰესი არ აშენდეს, ამას, უბრალოდ, არ განვიხილავთ", -  განმარტა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

რიონის ხეობაში სამი აპრილიდან საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს. ხეობაში გადაადგილებაზე შეზღუდვა მას შემდეგ დაწესდა, რაც სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი ჩავიდა. მერაბ ლომინაძე აქტივისტებთან შესახვედრად სამართალდამცავებთან ერთად მივიდა.

ხეობაში მისი ჩასვლის პარალელურად განახლდა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. იმავე დღეს, პოლიციამ ჩაკეტა ნამოხვანთან მისასვლელი გზა, დააკავა ორი და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმა 12 აქტივისტი.

ამის შემდეგ, ხეობის მცველებმა გუმათჰესთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და კიდევ ერთი კარავი გაშალეს. რიონის ხეობაში ახლა პროტესტის ორი ლოკაცია და ხუთი კარავია გაშლილი.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა უკვე 163-ე ღამე გაათიეს კარვებში. ისინი მოითხოვენ კომპანია "ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა, შეწყდეს ჰესის მშენებლობა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. ხეობის მცხოვრებლებისთვის მიუღებელია მთავრობის ხუთპუნქტიანი შეთავაზება, რადგან, როგორც ისინი აცხადებენ, ხელისუფლების გეგმა მათ მოთხოვნებს არ პასუხობს.

ამავე თემაზე:

ხეობის მცველებმა გუმათში კარავი გაშალეს

"ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ასე გაგრძელდება" – "ენკას" ახალი დირექტორი

ნამახვანში პოლიციამ ორი პირი დააკავა

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები განახლდა


რიონის ხეობის "მცველები" ღამეს ქუთაისის ცენტრში, მანქანებში ათევენ

რიონის ხეობის ,,მცველები'' ნათია თურნავას გადადგომას ითხოვენ
"ნამახვანჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, ვიდრე კვლევების გადამოწმება არ მოხდება"
"ეს არის მოსახლეობის მასხრად აგდება'' - მინისტრებმა ხეობის "მცველებთან" გამართული შეხვედრა დატოვეს
რიონის ხეობაში კომპანია ,,ენკა'' სამუშაოებს აგრძელებს
"დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს

რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და მინისტრები
Print