ახალი ამბები
თურქეთის ელჩი ნამახვაჰესის მშენებლობას გამოეხმაურა
FaceBook
თურქეთის ელჩი საქრთველოში, ფატმა ჯერენ იაზგანი, რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას გამოეხმაურა.
ფატმა ჯერენ იაზგანის თქმით, ნამახვანჰესი მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნისთვის და საქართველოს ენერგოუსაფრთხოება სჭირდება.

თურქეთის ელჩის განმარტებით, თურქი ინვესტორი დისკრიმინაციას განიცდის და ამ შემთხვევაში ფატმა ჯერენი მხარს უჭერს კომპანია ,,ენკას''.

"ჩემთვის მოულოდნელი იყო პროტესტების დაწყება და ანტითურქული ტონი, ეს ძალიან შემაშფოთებულია, მე პატივს ვცემ ქართულ კულტურას, მართმადიდებული რწმენა გახლავთ განუყოფელი ნაწილი იდენტობის, როცა ჯვარი აღიმართება საშენებლო უბანზე და ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა თურქული კომპანია საქართველოში, მე ეჭვები აღმიძრა, ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც მე ვიცნობ.

ოდესაც ვსაუბრობ რელიგიულ ნარატივზე, მაგალითად ეს რომ ყოფილიყო იტალიური, ამერიკული კომპანია ვინმე ჯვარს აღმართავდა? არ ვიცი,  ამიტომაც მინდა ვკითხო ადამიანებს რატომ შემოგაქვთ რეგილიური სიმბოლო? ვინც არ უნდა იყოს ამის უკან სურს ორი რამ, პირველი ეს არის თურქი ინვესტორების დისკომფორტი საქრათველოში და მეორე, არ სურს ენერგოუსაფრთხოება",  -  განაცხადა  "ფორმულაზე" ფატმა ჯერენ იაზგანმა. 

ელჩის თქმით, თუ არსებობს რეალურად სეისმოლოგიური საფრთხე უნდა მოგვარდეს სამეცნიერო გზებით.

თურქეთის ელჩის თქმით,თუ ეს კომპანია დისკრიმინაციას განიცდის,  ის გვერდით დაუდგება ინვესტორს. 

რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. ადგილობრივებმა უკვე 155-ე ღამე გაათიეს კარვებში.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.


ამავე თემაზე:

ვხედავთ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის  ნიშნებს“ - პრემიერი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებზე

"ტექნიკა ჯერჯერობით არ მუშაობს"- ხეობის ,,მცველებმა'' ნამოხვანში გადაინაცვლეს
რიონის ხეობის "მცველები" ღამეს ქუთაისის ცენტრში, მანქანებში ათევენ
რიონის ხეობის ,,მცველები'' ნათია თურნავას გადადგომას ითხოვენ
"ნამახვანჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, ვიდრე კვლევების გადამოწმება არ მოხდება"
"ეს არის მოსახლეობის მასხრად აგდება'' - მინისტრებმა ხეობის "მცველებთან" გამართული შეხვედრა დატოვეს
რიონის ხეობაში კომპანია ,,ენკა'' სამუშაოებს აგრძელებს
"დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს

რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და მინისტრები

,,ენკა'' რიონის ხეობაში მუშაობას დროებით აჩერებს
„აუცილებელი პირობაა, რომ შეჩერდეს სამუშაოები“ -  რიონის „მცველები“  ხეობაში ჩასულ მინისტრებს
მინისტრები ნამახვანჰესის იმ მოწინააღმდეგეებთან ჩავიდნენ, რომლებმაც შეხვედრაზე უარი თქვეს
რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებთან შეხვედრაზე არ წავიდნენ

ნამახვანჰესის საკითხზე მინისტრები ცაგერში დღეს ჩავლენ


„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს

„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ

Print