ახალი ამბები
ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია დაიწყო
FaceBook
დაიცავი შენი წილი მიწა - ქუთაისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, სადაც ადამიანების უპრეცედენტო  რაოდენობაა.

რიონის ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ეს რიგით მეორე საპროტესტო აქციაა, რომელიც ქუთაისში იმართება.

ხეობის მცველებს   მხარდაჭერას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის თურქი მწვანეებიც უცხადებენ.

მათ მთავარ მოთხოვნას, რომელიც  ჰესების მშენებლობის შეწყვეტას გულისხმობს, კიდევ ერთი მოთხოვნა -  ეკონომიკის მინისტრის გადადგომაც დაემატა.

ხეობის მკვიდრების განმარტებით, ნათია თურნავამ ისინი დაამცირა როდესაც 12 მარტს ქუთაისის მერიაში დაგეგმილი შეხვედრიდან 9 წუთში გაიპარა.

შეხვედრაზე დეტალურად უნდა განეხილათ ის საკითხები, რომელიც მოსახლეობას ჰესებთან დაკავშირებით აწუხებს

მხარეებს შორის დიალოგი მას შემდეგ დაიწყო, რაც რიონის ხეობის მცხოვრებლებმა 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გამართეს. მათ პროტესტს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც შეუერთდნენ. რის შემდეგად მინისტრები პრემიერ-მინისტრის დავალებით ხეობაში ჩავიდნენ, სადაც გადაწყდა, რომ მხარეები გიგანტური ჰესების მშენებლობის საკითხს დეტალურად განიხილავდნენ. თუმცა, 12 მარტის შეხვედრაზე აღმოჩნდა, რომ მინისტრები რიონის მკვიდრებთან საუბარს არ აპირებენ.

რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ თვეზე მეტია გრძელდება.  იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის მშენებლობა არ შეჩერდება, აქტივისტები ქუთაისის პიკეტირებით იმუქრებიან.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.


ამავე თემაზე:

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ნათია თურნავას გადადგომას მოითხოვენ
პოლიციის მობილიზება "ენკას" ოფისთან (ვიდეო)
ოთხპუნქტიანი გეგმა - რას სთავაზობს სახელმწიფო რიონის ხეობის "მცველებს“
"ნამახვანჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, ვიდრე კვლევების გადამოწმება არ მოხდება"
"ეს არის მოსახლეობის მასხრად აგდება'' - მინისტრებმა ხეობის "მცველებთან" გამართული შეხვედრა დატოვეს
რიონის ხეობაში კომპანია ,,ენკა'' სამუშაოებს აგრძელებს
"დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს

რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და მინისტრები

,,ენკა'' რიონის ხეობაში მუშაობას დროებით აჩერებს
„აუცილებელი პირობაა, რომ შეჩერდეს სამუშაოები“ -  რიონის „მცველები“  ხეობაში ჩასულ მინისტრებს
მინისტრები ნამახვანჰესის იმ მოწინააღმდეგეებთან ჩავიდნენ, რომლებმაც შეხვედრაზე უარი თქვეს
რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებთან შეხვედრაზე არ წავიდნენ

ნამახვანჰესის საკითხზე მინისტრები ცაგერში დღეს ჩავლენ


„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს

„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ

ქუთაისში ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია მიმდინარეობს
„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას
ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს

რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს

პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა

"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)

გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ

Print