ახალი ამბები
დაიცავი შენი წილი მიწა - ქუთაისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება
12:53 / 13.03.2021
დაიცავი შენი წილი მიწა - ამ
სლოგანით, 14 მარტს 13:00 საათზე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე
ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები რიონის ხეობის მკვიდრები არიან,
რომლებსაც სოლიდარობას საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლები
უცხადებენ.
"ისევ ისე ბრძოლა გველის, ისევ ჩვენთან არის ღმერთი, ისევ დგება
გადამწყვეტი დღე! მინისტრებთან საუბარს აზრი არ აქვს. მთავრობა
დათმობაზე არ მიდის", - ასეთია იმ ადამიანების განწყობა, რომელებიც
რიონის ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.
მთავრობის წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორთან ერთად, ხეობის
მცხოვრებლებს 12 მარტს შეხვდნენ. შეხვედრაზე დეტალურად უნდა განეხილათ
ის საკითხები, რომელიც მოსახლეობას ჰესებთან დაკავშირებით აწუხებს.
თუმცა, მინისტრებმა შეხვედრა დატოვეს.
ეკონომიკის და სოფლის მეურენეობის განვითარების მინისტრებმა
შეხვედარზე მხოლოდ ოთხპუნქტიანი გეგმა შესთავაზეს, რაც ხეობის
"მცველებისთვის" მიუღებელია.
მხარეებს შორის დიალოგი მას შემდეგ დაიწყო, რაც რიონის ხეობის
მცხოვრებლებმა 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია
გამართეს. მათ პროტესტში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც
შეუერთდნენ. რის შემდეგად მინისტრები პრემიერმინისტრის დავალებით
ხეობაში ჩავიდნენ, სადაც გადაწყდა რომ მხარეები გიგანტური ჰესების
მშენებლობის საკითხს დეტალურად განიხილავდნენ. თუმცა, დღეს აღმოჩნდა,
რომ მინისტრები რიონის მკვიდრებთან საუბარს არ აპირებენ.
რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ თვეზე მეტია გრძელდება.
ხელისუფლებამ ჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის საჭიროება მხოლოდ
მას შემდეგ დაინახა, რაც 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი
აქცია გაიმართა, სადაც ხეობის მცველებმა მთავრობას ორკვირიანი
ულტიმატუმი წაუყენეს. იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის მშენებლობა არ
შეჩერდება, აქტივისტები ქუთაისის პიკეტირებით იმუქრებიან.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს.
მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე
შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო
უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური
ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე.
მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და
ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34
მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს
ქუთაისამდე.
ამავე თემაზე:
"დავაკონკრეტოთ
პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის
მოწინააღმდეგეებს
რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და
მინისტრები
რიონის
ხეობის "მცველები" მინისტრებთან შეხვედრაზე არ
წავიდნენ
ნამახვანჰესის საკითხზე მინისტრები ცაგერში დღეს
ჩავლენ
„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ
არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს
„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმობილია
კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ -
EMC
"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და
აქტივისტებს შორის (ვიდეო)
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს
უყენებენ
მასალის გამოყენების პირობები