ახალი ამბები
„ნამახვანჰესი აუცილებელია ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის“ - ნათია თურნავა
FaceBook
ქუთაისის მერიის სხდომათა დარბაზში რიონის ხეობის ,,მცველებისა" და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

მთავრობას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი წარმოადგენდნენ.

შეხვედრის დაწყებამდე მათ მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს.

ნათია თურნავამ მედიასთან საუბარში რამდენიმე შეპირება გააჟღერა.

მისი თქმით, დაინიშნება წარმომადგენელი საქართველოს მხრიდან და შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, სადაც ყველას ექნება ჩართვის შესაძლებლობა.

მინისტრის შეპირებით კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება, ვიდრე ყველა საკითხი ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობის ირგვლივ არ იქნება თავიდან გამოკვლეული და გასაჯაროებული.
„5 მილიონიანი ფონდი შეიქმნება, რომელიც ცაგერის და წყალტუბოს მუნიციპალიტეებში შემავალი სოფლების საჭიროებებს მოხმარდება. სათემო ორგანიზაციები განსაძზღვარავენ ამ საჭიროებებს. კონტრიბუციას გააკეთეებს როგორც ინვესტორი ასევე სახელმწიფო. კომპანია მოიწვევს ქართველ დირექტორს, ვონც უზრუნველყოფს სახელმწიფოს მეტ ჩართულობას და უკეთეს კომუნიკაციას მოსახლეობასთან.“

თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია პროექტის ზედამხედველობა, რათა გამოირიცხოს შეცდომა.

რაც შეეხება „ენკასთან“ ხელშეკრულების გაუქმების საკითხს, რასაც რიონის ხეობის მცველები ითხოვდნენ. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ:

„ნამახვანი ისევე როგორც სხვა ენერგეტიკული ობიექტები აუცილებელია, იმისთვის, რომ უახლოეს 10 წელიწადში არ ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე. განვავითაროთ საკუთარი პოტენციალი. ამ პროექტის ფარგლებში მოხდეს ყველას ინტერესის გათვალისწინება.“

რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ თვეზე მეტია გრძელდება. ხელისუფლებამ ჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის საჭიროება მხოლოდ მას შემდეგ დაინახა, რაც 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, სადაც ხეობის მცველებმა მთავრობას ორკვირიანი ულტიმატუმი წაუყენეს. იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის მშენებლობა არ შეჩერდება, აქტივისტები ქუთაისის პიკეტირებით იმუქრებიან.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.


ამავე თემაზე:


"დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს

რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და მინისტრები

რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებთან შეხვედრაზე არ წავიდნენ

ნამახვანჰესის საკითხზე მინისტრები ცაგერში დღეს ჩავლენ


„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს

„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ
„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას

ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს


რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს


პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა


"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)


გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ

Print