ახალი ამბები
"ეს იქნება ფორმალობა" - რიონის ხეობის "მცველები" აუდიტორული კომპანიის მოწვევაზე
FaceBook
რიონის ხეობის მცხოვრებლები კომპანია "ენკას" მიერ აუდიტორული კომპანიის მოწვევას ფორმალობას უწოდებენ.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ როცა სახელმწიფო უარს ამბობს პროექტის ხელახლა შესწავლაზე, კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტი მათთვის სანდო ვერ იქნება. ხეობის "მცველის" მარიტა მუსელიანის თქმით, ჯერ პოლიტიკური ნების არსებობაა საჭირო და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ექსპერტთა ჯგუფის შერჩევა, რომლის მიმართაც ნდობა იარსებებს.

"დემონსტრაციულად აკეთებს ამას კომპანია. ამით ამბობს, რომ აუდიტის არ გვეშინიაო. სინამდვილეში ფორმალური ხასიათი ექნება ამ პროცესს. იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ამბობს, არაფრის შეცვლას არ ვაპირებო, რა აზრი ექნება ამ აუდიტს? პირველ რიგში საჭიროა იყოს  პოლიტიკური ნება", - ამბობს მარიტა მუსელიანი.

ხეობის მცხოვრებლებმა, ეკონომიკის სამინისტროს, 9 მარტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, პროექტის შესასწავლად ჰოლანდიური კომპანია "ჰოლანდიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიის" მოწვევა შესთავაზეს, თუმცა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პროექტის შესწავლას სახელმწიფო არ გეგმავს.

"ენკამ" ნამახვანჰესის პროექტში, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შესასწავლად აუდიტის ჩატარებაზე განცხადება დღეს გაავრცელა. კომპანიის ინფორმაციით, აუდიტს საერთაშორისო კომპანია "რამბოლი" განახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში "ქუთაისიპოსტს" უთხრეს, რომ მათთვის ნამახვანჰესის პროექტში კომპანია "რამბოლის" მოწვევის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ იყო. უცნობია იცოდნენ თუ არა ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროში. უწყებას ჩვენს კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.


რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

ამავე თემაზე:

"ენკას" ინფორმაციით, ნამახვანჰესზე მომზადებულ გზშ-ს აუდიტი ჩაუტარდება
"დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს

რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და მინისტრები

რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებთან შეხვედრაზე არ წავიდნენ

ნამახვანჰესის საკითხზე მინისტრები ცაგერში დღეს ჩავლენ


„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს

„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ
„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას

ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს


რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს


პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა


"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)


გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ
Print