ახალი ამბები
,,ენკა'' რიონის ხეობაში მუშაობას დროებით აჩერებს
FaceBook
რიონის ხეობაში კომპანია ,,ენკა'' დროებით სამშენებლო სამუშაოებს შეაჩერებს.


ამის შესახებ რიონის ხეობაში, შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ხეობის "მცველების" მოთხოვნის შემდეგ განაცხადა.

,,ჩვენ მივუბრუნდებით კომპანიას და ვთხოვთ, დროებით შეწყვიტოს სამუშაოები. ალბათ, სწორი იქნება, მოლაპარაკება არა ტექნიკის გუგუნის ფონზე, მშვიდ გარემოში წარიმართოს", -  განაცხადა ნათია თურნავამ.

ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ცაგერის კულტურის სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები სოფელ ნამოხვანში ჩავიდნენ. იქ სადაც ხეობის "მცველებს" თვეებია კარვები აქვთ გაშლილი.

4 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს, ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით რეგიონში ჩასვლა, მოსახლეობასთან შეხვედრა და ინფორმაციის მიწოდება დაავალა.

ღარიბაშვილის თქმით, ამ საკითხზე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებიც უნდა გაიმართოს.

რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ თვეზე მეტია გრძელდება. ადგილობრივებმა 3 მარტს კარავში 130-ე ღამე გაათენეს. ხელისუფლებამ ჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის საჭიროება მხოლოდ მას შემდეგ დაინახა, რაც 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, სადაც ხეობის მცველებმა მთავრობას ორკვირიანი ულტიმატუმი წაუყენეს. იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის მშენებლობა არ შეჩერდება, აქტივისტები ქუთაისის პიკეტირებით იმუქრებიან.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

ამავე თემაზე:

"სპეცრაზმმა ორჯერ მოგასწროთ" - რიონის ხეობის "მცველი" ადგილზე ჩასულ მინისტრებს

რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებთან შეხვედრაზე არ წავიდნენ

ნამახვანჰესის საკითხზე მინისტრები ცაგერში დღეს ჩავლენ


„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს

„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ
„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას
ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს


რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს


პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა


"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)


გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების
ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
11:02 / 26.04.2024
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.