ახალი ამბები
ყაყაჩოები ჯაჭვით - გრაფიტი ქუთაისში საპარლამენტო ბიბლიოთეკის კედელზე
FaceBook
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ნიკო ნიკოლაძის სახელობის კორპუსის ფასადზე გრაფიტი დახატეს.

ჯაჭვით შეკრული  ყაყაჩოების გრაფიტი 1921 წლის ოკუპაციას 100 წლისთავს მიეძღვნა.

Ბიბლიოთეკა ამ ფორმითაც გამოეხმაურა ოკუპაციის თემას.

გრაფიტის ავტორი მხატვარი ლია უკლებაა.

"ყაყაჩო სინაზის სიმბოლოა, ანუ იმის, რასაც ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ. თავისუფლებაც ასეთი მოსაფრთხილებელია. ყაყაჩო 2008 წლის ომის სიმბოლოც არის და პირდაპირ უკავშირდება ოკუპაციის თემას. მინდოდა ვიზუალურად ლამაზი ნამუშევარი ყოფილიყო, სევდიანი, მაგრამ - არა მძიმე. Ჩემი სურვილი იყო მარტივი გზავნილი მეჩვენებინა ადამიანებისთვის რა სევდასთანაა კავშირში ოკუპაცია", - ამბობს ლია უკლება.

გრაფიტი #IDFI-ს და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებითა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (შიდა) ხელშეწყობით შეიქმნა.

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას  ქუთაისში, ეს შენობა 2014 წელს გადაეცა, სადაც ეროვნული დეპოზიტარიუმის და უცხოელ სტიპენდიანტთა საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო.





Print