ახალი ამბები
ნამოხვანში აქციის დროს დაკავებული აქტივისტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
FaceBook
რიონის ხეობაში აქციის დროს დაკავებული აქტივისტი ლაშა მიქაუტაძე გათავისუფლებულია.
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

"თანხა შევუგროვეთ, გადავიხადეთ და გუშინ გამოუშვეს'',- ამბობს რიონის ხეობის ერთ-ერთი აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი.

ლაშა მიქაუტაძე სამართალდამცავებმა 23 თებერვალს, სოფელ ნამოხვანში დააკავეს. ადგილობრივები ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ. მათი გაღიზიანება ხეობაში სამუშაოების მწარმოებელი კომპანია "ენკას" მენეჯერის და ასევე, ტექნიკის გამოჩენამ გამოიწვია, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა ადგილობრივებსა და სამუშაოებზე დასაქმებულებს შორის. დაკავებულს კომპანიის კუთვნილი ტექნიკის დაზიანებას ედავებოდნენ. ლაშა მიქაუტაძე პოლიციამ თავდაპირველად ორი - სსკ-ის 187-ე და 126-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც ძალადობას და ნივთის დაზიანებას გულისხმობდა, თუმცა, სასამართლომ საბოლოოდ დაკავებულს გირაო 126-ე მუხლით შეუფარდა.

რიონის ხეობაში ადგილობრივები ოთხი თვეა გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი ღამეებს კარავში ათენებენ. პერიოდულად მართავენ აქციებს. მასშტაბური აქცია ხეობაში 28 თებერვალს დაიგეგმა.

ადგილობრივები ჰესის პროექტს საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. მათი თქმით, ჰესი შეცვლის მიკროკლიმატს, გაქრება ყურძნის უნიკალური ჯიშები, წყლით დაიფარება მათი საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და წინაპართა საფლავები. ჰესის დაზიანების შემთხვევაში კი ადგილზე წარმოქმნილი 34 მეტრიანი ტალღა დაფარავს არამხოლოდ ხეობას, არამედ მიაღწევს ქუთაისამდე. მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ.

მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატი ენერგიას გამოიმუშავებენ. ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.

ამავე თემაზე:

ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს

რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს

ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს

პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა

"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ


რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)

გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით  -  „ენკას“ განმარტება


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.