ახალი ამბები
ქუთაისში მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების სახელი მიენიჭა
FaceBook
ქუთაისში, საფიჩხიის დასახლებაში, მოსკოვის ქუჩის ნაცვლად, შინდისის გმირების ქუჩა  დაერქვა.

"შემთხვევით არ აგვირჩევია დღევანდელი დღე ამ ქუჩის სახელდებისთვის. 100 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან . სამწუხაროდ, ოკუპაცია გრძელდება დღემდე, თუმცა, ეს დროებითია, ჩვენ მას აუცილებლად დავასრულებთ და ყველანი ერთად ვამბობთ-არა ოკუპაციას! სწორედ ამიტომ, სწორედ დღეს - 25 თებერვალს ვაცხადებთ სიმბოლურად, რომ ეს ქუჩა, რომლის სახელიც აქამდე ოკუპანტთან ასოცირდებოდა, ამიერიდან იმ გმირი ბიჭების სახელობის იქნება, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი- სიცოცხლე შესწირეს ოკუპანტებთან ბრძოლას. მათი გმირობის და ხსოვნის პატივსაგებად იქნება ქუთაისში შინდისის გმირების სახელობის ქუჩა!"-  ამბობს  ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.

სახელი სამოქალაქო მოძრაობა ,,რუსეთი ოკუპანტიას" წარმომადგენლების ინიციატივით გადაერქვა.  აბრა ერთ-ერთ სახლზე, შინდისის ბრძოლის გადარჩენილმა გმირმა ტრისტან ჩიტიძემ თავად გააკეთა.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე გმირულად დაიღუპა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.