ახალი ამბები
ქუთაისის საპროტესტო კარავი თბილისში გადააქვთ
FaceBook
საპროტესტო კარავი, რომელიც თითქმის ერთი თვეა ქუთაისში, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ დგას, დედაქალაქში,  პარლამენტთან გადააქვთ. ამ გადაწყვეტილებით,  აქტივისტები, რომელთა უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია, თბილისში მიმდინარე პროტესტს შეუერთდება. ისინი თბილისში ხვალ, 26 თებერვალს გაემგზავრებიან და მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას.

აქტივისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში ისევ არსებობს ბოლშევიზმის დაბრუნების საფრთხე, რასაც არ დაუშვებენ.

"დღეს 25 თებერვალია.
ზუსტად 100 წლის წინ მოხდა საქართველოს ოკუპაცია და დღეს საბჭოთა სურნელი ისევ რიალებს საქართველოს თავზე, მაგრამ ამჯერად დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფლება ბოლშევიზმზე აუცილებლად გაიმარჯვებს. ხვალიდან, ჩვენს აქტივისტებთან ერთად შევუერთდებით საპროტესტო მსვლელობას და გადავინაცვლებთ თბილისში. მოვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებს და  ვადამდელ არჩევნებს, იმისთვის, რომ ბოლშევიზმი არასდროს დაბრუნდეს", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ.

ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო კარავი 27 იანვარს, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გაშალეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.