ახალი ამბები
ქუთაისში მოედანს კონსტიტუციის სახელი მიენიჭება
FaceBook
ქუთაისში ადგილობრივი თვითთმართველობის გადაწყვეტილებით, ბუხაიძის ქუჩაზე არსებულ მოედანს კონსტიტუციის სახელი მიენიჭება.
მოედანისათვის სახელის დარქმევა  საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავს უკავშირდება. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას თქმით,  კონსტიტუციის მოედანი იქნება კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვანი ისტორიის და ტრადიციის სიმბოლო

,,100 წლის შემდეგ, შეგვიძლია მთელი მსოფლიოს წინაშე ვიამაყოთ იმით, რომ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია, სწორედ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო და ამ აქტით განმტკიცებულ ღირებულებულებებს ეყრდნობა დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი. მოხარული ვარ, რომ ქუთაისში გვექნება კონსტიტუციის მოედანი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან აღნიშნულ ინიციატივას აქვს სრული მხარდაჭერა. კონსტიტუციის მოედანი იქნება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვანი ისტორიის და ტრადიციის სიმბოლო",- ამბობს ირაკლი შენგელია.

100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკამ, 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის პირველმა კონსტიტუციამ ოთხ დღეს იარსება, მაინც უდიდესი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

​​საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, იმდროინდელი მსოფლიო მასშტაბით პროგრესულად აღიარებული დოკუმენტი, 17 თავისა და 149 მუხლისაგან შედგება. ქვეყნის ძირითადი კანონით პოლიტიკურ წყობად განისაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა. კონსტიტუციით გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები; გაუქმდა სიკვდილით დასჯა.

კონსტიტუციის პროექტი სრული სახით 1920 წლის მაისში დაიბეჭდა და განსახილველად დამფუძნებელი კრების წევრებს დაურიგდათ. პროექტის განხილვას კრების მრავალი სხდომა მიეძღვნა. საბოლოოდ, 1921 წლის 21 თებერვალს თბილისში გამართულ სხდომაზე საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო. სწორედ იმ დროს ქართული შეიარაღებული ძალები რუსულ არმიას თბილისის მისადგომებთან ებრძოდა.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.