ახალი ამბები
როდიდან გაიზრდება ქუთაისში მგზავრობის ღირებულება - მერის განმარტება
FaceBook
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მუნიციპალურ ავტობუსებში ტარიფის ზრდას არ ადასტურებს, თუმცა, არც გამორიცხავს.

იოსებ ხახალეიშვილი ამბობს, რომ ვიდრე ავტობუსებში გადახდის ახალი სისტემა არ დამონტაჟდება, მანამდე მგზავრობის მოქმედი ფასი შენარჩუნდება. უკონტაქტო გადახდის მონტაჟს კი დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. რა იქნება შემდეგ, ამაზე ქალაქის მერი ამბობს, რომ უნდა  იმსჯელონ.

"ავტობუსმა თუ არ დაიწყო მოძრაობა, თუ არ შევხედეთ შემოსავალი რამდენია, კაბინეტიდან როგორ შეიძლება ღირებულების განსაზღვრა? ეს პროცესია, უნდა შევისწავლოთ კომისიებში და დავადგინოთ ფასი. სანამ გადახდების ახალი სისტემა არ იქნება, ჩვენ ვინარჩუნებთ ფასს. ამას ერთი-ორი თვე დასჭირდება.  აპრიორი, რომ შეიძლება გაძვირდეს, ასე ვერ ვიტყვით. შეიძლება თანხამ მოიმატოს და გახდეს 50 თეთრი", - განმარტავს იოსებ ხახალეიშვილი.

ქალაქის მერის თქმით, ფასმა რომც მოიმატოს, ეს არ აისახება მაგალითად, სტუდენტებზე, რომლებისთვისაც შეღავათის დაწესება იგეგმება  და კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებზე, რომლებიც ახლაც სარგებლობენ სუბსიდირებით. თუმცა,  არაფერს ამბობს იმ ათასობით მგზავრზე, რომლებისთვისაც მსგავსი შეღავათები არ არსებობს და მათ ახალი ავტობუსებით მგზავრობის სანაცვლოდ მეტის გადახდა მოუწევთ.

"თუ სუბსიდირებული იქნება თანხის გაძვირება თვითმმართველობის მიერ და სტუდენტს მოუწევს გადაიხადოს 20-30 თეთრი, მისთვის რა მნიშვნელობა აქვს ფასი მომატებას? შეიძლება თანხამ მოიმატოს და გახდეს 50 თეთრი, მაგრამ ის თუ არ გაძვირდა მოქალაქისთვის, რა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში ღირებულებას", - ამბობს მერი.

ქალაქში ახალმა მუნიციპალურმა ავტობუსებმა მუშაობა 8 თებერვალს დაიწყო. ქუთაისს, "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, 60 ავტობუსი გადაეცა. სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია თანამედროვე სისტემით და ადაპტირებულია შშმ პირებზე. ავტობუსებში  ჯერჯერობით არ არის დამონტაჟებული უკონტაქტო გადახდის სისტემა, რაც საბოლოოდ ყველა მუნიციპალურ ავტობუსში უნდა დაინერგოს. მერიას ამ დრომდე არ აქვს არც ახალი სვლა-გეზების გეგმა, რომლის შემუშავების საჭიროებაზეც ადგილობრივი თვითმმართველობა ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდა. ადგილობრივ ხელისუფლებას ამ დრომდე არც გაჩერებებზე მოუწყვია დაპირებული ელექტრონული ტაბლოები.

ახალი ავტობუსების შესაძენად მერიამ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 039 5177 ევროს გრანტი და 5 775 099  ლარის სესხი აიღო. ვალად აღებული თანხა თვითმმართველობამ 10 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.