ახალი ამბები
"მონებო" - აქტივისტებმა კომენდანტის საათის დროს მსვლელობა მოაწყვეს
FaceBook
ქუთაისში აქტივისტებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს.
კომენდანტი მათ აქტივისტების გათავისუფლების მოთხოვნით დაარღვიეს და მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ.

"მონებო, ძირს კორუმპირებული ჩინოვნიკები"-სკანდირებენ აქტივისტები. მათი თქმით, თუ ხვალამდე დაკავებულები არ გაათავისუფლეს შიმშილობას დაიწყებენ.

ქუთაისის მერიის წინ გამართულ აქციაზე ექვსი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ქუთაისიპოსტს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, აქტივისტები დაკავებული არიან 171-ე მუხლის საფუძველზე.

ქუთაისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე მდგომარეობა უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა მერიაში შესვლა სცადეს. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

სამოქალაქო აქტივისტები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სარესტორნო მომსახურებაში თანხის ხარჯვაში ადანაშაულებენ.


ამავე თემაზე:

ქუთაისში აქცივისტები შსს-ს დაკავებულების გასათავისუფლებლად დროს 9 საათამდე აძლევენ

ქუთაისის მერიის წინ მომხდარი დაპირისპირების დროს 6 ადამიანია დაკავებული

ქუთაისის მერიასთან პოლიციამ საპროტესტო აქციის სამი მონაწილე დააკავა

„მერი გამოვიდეს ან ჩვენ შევალთ" - აქცია ქუთაისის მერიის წინ

Print