ახალი ამბები
ქუთაისის მერიის წინ მომხდარი დაპირისპირების დროს 6 ადამიანია დაკავებული
FaceBook
ქუთაისის მერიის წინ გამართულ აქციაზე ექვსი ადამიანი დააკავეს.

ინფორმაცია ამის შესახებ ქუთაისიპოსტს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, აქტივისტები დაკავებული არიან 173-ე მუხლის საფუძველზე.

ქუთაისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე მდგომარეობა უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა,  რაც აქციის მონაწილეებმა მერიაში შესვლა სცადეს. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ისინი დემონსტრანტების მერიის ტერიტორიიდან განრიდებას შეეცადნენ.

მოხდა დაპირისპირება აქტივისტებსა და პოლიციას შორის, რის შემდეგაც პოლიციამ აქტივისტები  დააკავა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცუდად გახდა.

სამოქალაქო აქტივისტები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სარესტორნო მომსახურებაში თანხის ხარჯვაში ადანაშაულებენ.ისინი ქუთაისის მერთან იოსებ ხახალეიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის
არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება.
15:43 / 10.12.2025
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება.
2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა
სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ
განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების
თავისუფლებაზე,
13:48 / 10.12.2025
2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.