პროტესტის 110-ე დღე - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება
10:57 / 11.02.2021
რიონის ხეობის "მცველებმა" პროტესტის
109-ე ღამე გაათენეს ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის
შეჩერების მოთხოვნით.
მათი მოთხოვნა არის უცვლელი:
1. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405
განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს
"ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის
მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების
შესახებ";
2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს;
3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული
სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
4. კომპანია "ენკა რინიუებლზმა" დატოვოს რიონის ხეობა;
ნამახვანჰესის მშენებლობის
წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში მასშტაბური აქცია მიმდინარე
წლის 7 თებერვლას გაიმართა. კარავი,
რომელიცპოლიციამ დაურბიათ, ჟონეთის ნაცვლად სოფელ ნამოხვანში
გაშალეს.
მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე,
გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და
ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და
ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და
ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ,
ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგავატს შეადგენს.
ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის
შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას
დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ
იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა
დაცულია.
ჭიათურაში, მაღაროელებს კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტისგან"
მეორე ეტაპის გასაუბრების სმს შეტყობინებები იმ ადამიანებმაც
მიიღეს, რომლებიც რეორგანიზაციას არ ეთანხმებიან და
შესაბამისად, არც პირველი ეტაპის გასაუბრებაზე ყოფილან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები