ახალი ამბები
რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანჰესი უნდა აშენდეს, მეწყერი ჩამოწვა
FaceBook
სოფელ მოლეკურაში, ნამახვანჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე მიწის მასივი ჩამოიშალა.

მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ჩაიკეტა საავტომობილო გზა. სოფელში იმყოფებოდნენ მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის"  წარმომადგენლები, რომლებიც სამ თვეზე მეტია ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი თქმით, დღევანდელი  ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიაზე მასშტაბური მშენებლობები დაუშვებელია.

"ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, როცა ვამბობთ, რომ არ შეიძლება აქ გიგანტური ჰესის მშენებლობა. ბუნებამაც დაადასტურა ეს დღეს.  სამწუხაროა, რომ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს  არ ესმით ეს   და ჯიუტად ცდილობენ გააგრძელონ ის ქმედებები, რასაც ახორციელებენ. სწორედ ამიტომ ვართ ქუჩაში და ვუპირისპირდებით მათ, რადგან ადგილობრივმა მოსახლეობამ ვიცით რა  საფრთხეებს გულისხმობს რიონის ხეობის ეს კონკრეტული მონაკვეთი. მეტი რაღა უნდა მოხდეს? ბუნება ამბობს თვითონ, რომ არ შეიძლება აქ ჰესების მშენებლობა", - ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ვარლამ გოლეთიანი.

რიონის ხეობის მოსახლეობა სამ თვეზე მეტია ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.

7 თებერვალს ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციას მხარდაჭერა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ასეულობით ადამიანმა გამოუცხადა.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.