ახალი ამბები
ათობით შენიშვნა და რეკომენდაციები - რა წერია ქუთაისის მერიის აუდიტის დასკვანაში
FaceBook
ქუთაისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა საბინაო სამსახურის საქმიანობა შესწავლა და 40-მდე დარღვევა აღმოაჩინა.

აუდიტმა საბინაო სამსახურის მუშაობის 3 წლიანი პერიოდი (2017-2019) შეისწავლა. დასკვნის შედეგად გამოიკვერთა, რომ ძირითადი დარღვევები სამსახურს სახელმწიფო შესყიდვებზეა.  დასკვნაში წერია, რომ  არაკვალიფიციურად  შედგენილი დოკუმენტაციების გამო ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდებოდა სამუშაოების განხორციელება. საუბარია, სახელმწიფო შესყიდვების  ვებ გვერდზე ასატვირთ დოკუმენტაციაზე.

,,რიგ შემთხვევებში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ბაზის კვლევები, მიუხედავად იმისა, რომ პროექტები შესყიდულია და თითოეული ობიექტი შესაბამისი პროექტის მიხედვით კეთდებოდა, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც პროექტს არ ახლავს ხარჯთაღრიცხვა, აქედან გამომდინარე პროექტი არ უნდა ჩაითვალოს ბაზრის კვლევად",
- წერია დოკუმენტში. 

შიდა აუდიტს სახელმწიფო შესყიდვების გარდა შენიშვნები სხვა მიმართულებითაც აქვს. მაგალითად,  საბინაო სამსახურს არ აქვს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების სრული და განახლებადი ბაზა, არსებული მონაცემები არ ასახავს ინფორმაციას პროგრამებით მოსარგებლე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ქონების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.  აუდტის სამსახური მერს რეკომენდაციას აძლევს. 

,,განისაზღვროს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, განხორციელებული პროექტის შედეგად მოწყობილი ან/და რეაბილიტირებული ობიექტის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი; მოხდეს შესაბამისი ობიექტების მშენებლობის წარმოებამდე, ა(ა)იპ „არქირექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან“ მშენებლობის შეთანხმება, რაც არის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რაც შემდგომში საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურსა და ამხანაგობას მისცემს რწმუნებას უსაფრთხო მშენებლობის შესახებ",- წერია დასკვნაში. 

აუდიტის სამსახურმა სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციის საკითხებიც შეისწავლა და დაადგინა, რომ არ არის დადგენილი სპორტული მოედნების საკადასტრო საზღვრები,  არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ბაზრის კვლევები, პროექტებს არ ახლავს ხარჯთაღრიცხვა; სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციის შემდეგ არავინ ახორციელებს მათ მოვლა-პატრონობას. 

ამავე კვლევაში მოხვდა სტიქიისშედეგების სალიკვიდაციო პროგრამა, თუმცა აუდიტის სამსახურმა ამ პროგრამის შესწავლა ვერ შეძლო. მიზეზად ისაა, რომ  საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურმა 2017-დან 2019 წლის ჩათვლით სტიქიის ფარგლებში განხორციელებული ელექტრონული შესყიდვების დოკუმენტაცი აუდიტს ნაწილობრივ გადასცეს, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა პროგრამის შესამოწმებლად. 

,,აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა სტიქიით დაზარალებულთა ბაზა/მონაცემები, რის საფუძველზეც ხდებოდა შესყიდვები, ასევე დოკუმენტები რითაც განისაზღვრებოდა კონკრეტული შესყიდვის საჭიროება, შესყიდული მასალების განაწილების ოქმები, მიღება-ჩაბარებები, რითაც დადასტურდებოდა ვისზე და რა რაოდენობით გაიცა შესყიდული მასალები",- წერია კვლევაში.

შიდა აუდიტის დასკვნა ,,ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატმა გიგა შუშანიამ გაასაჯაროვა. მერიაში არ თვლიან, რომ დოკუმენტით სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ და აცხადებენ, რომ ოპოზიცია დოკუმენტის არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს.

ოპოზიცია კი მერიას დოკუმენტზე საპასუხო ქმედებების განსახორციელებლად ერთ კვირიან ვადას აძლევს. თუ მერიას დოკუმენტს სამართალდამცავ უწყებებს არ გადაუგზავნის, პროკურატურაში მას "ნაციონალური მოძრაობა" გადააგზავნის.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.