პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)
19:00 / 30.01.2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, სადაც
გიგანტური ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სამი თვეა კარავი აქვთ
გაშლილი, პოლიცია მივიდა.
სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს
მოუწოდებენ კარავი აიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აფრთხილებენ, რომ
მსუბუქი კონსტრუქციის დემონტაჟს თავად დაიწყებენ. სოფელ ჟონეთში
ათეულობით პოლიციელის მისვლას აქციის მონაწილეები აპლოდისმენტებით და
შეძახილებით" მონებო" შეხვდნენ. ადგილზე სამართალდამცავების გამოჩენას
ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ
პროტესტს არ შეწყვეტენ და არც კარავს აიღებენ.
ჟონეთში ვითარება დილიდან დაძაბულია. გამთენიას ჰესის სამშენებლო
ტერიტორიაზე, იქ, სადაც ადგილობრივები არიან დაბანაკებული, პოლიცია
მივიდა და აქციის მონაწილეებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
პარალელურად კი პოლიციის კორდონის თანხლებით, ტერიტორიაზე ჰესის
მშენებელი კომპანია "ენკას" კუთვნილი ტექნიკა შევიდა და სამუშაო
პროცესი განაახლა, რომელიც ადგილობრივების
პროტესტის გამო სამი თვის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.
მოგვიანებით, სამართალდამცავებმა ადგილობრივებს კარავიდან 5
კილომეტრში მათ მიერვე აღმართული ჯვრისკენ მიმავალი გზა ჩაუკეტეს და
იქ ასვლის უფლებას არ აძლევდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარავის
დასაშლელად და პროტესტის შესაწყვეტად ერთ საათიანი ვადა მისცა. რიონის
ხეობის მოსახლეობა აქციების შეწყვეტას მანამდე არ აპირებს, ვიდრე
კომპანია "ენკა" ხეობას არ დატოვებს.
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები