ახალი ამბები
საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო
FaceBook
იუსტიციის ყოფილი მინისტრის, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო.
აღნიშნულთან დაკავშირებით წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას!

საქართველომ რუსეთს დავა მოუგო!

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა!

ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე", - წერს წულუკიანი.

სტრასბურგის სასამართლოს საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოექვეყნებინა. სასამართლოს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთსა და საქართველოს კიდევ რამდენიმე
რეგიონში ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად,
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
12:14 / 20.07.2026

იმერეთსა და საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზარში
დღეს გამთენიისას გაჩენილმა ხანძარმა 13 სავაჭრო ჯიხური
გაანადგურა.
12:04 / 18.07.2026

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზარში დღეს გამთენიისას გაჩენილმა ხანძარმა 13 სავაჭრო ჯიხური გაანადგურა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.