ახალი ამბები
ტესტირების ხელშეწყობა და დაკრძალვის ხარჯები - პანდემიის საპრევენციო პროგრამები ქუთაისის ბიუჯეტში
FaceBook
ქუთაისში კორონავირუსის პრევენციისთვის ადგილობრივ თვითმმარველობას ბიუჯეტში 255 ათასი ლარი აქვს განსაზღვრული.


პანდემიის საპრევენციოდ გათვალისწინებული სამი პროგრამა ბიუჯეტის ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებშია გაწერილი. მაგალითად, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას, რომელიც ჯამში მილიონ 375 ათას 200 ლარს მოიცავს, ახალი ქვეპროგრამა დაამატეს, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული. ეს ქვეპროგრამა კორონავირუსზე მოქალაქეებისათვის ტესტის აღების ხელშეწყობას, სამედიცინო სტატისტიკის წარმოებას და ეპიდზეადმხედველობაას გულისხმობს. ამისთვის მერია 200 ათას ლარს დახარჯავს.

"ამ ქვეპროგრამის ფარგლებში იქნება გატარებული ყველა ღონისძიება, რომელიც ქალაქის მხრიდან იქნება საჭირო და გასატარებელი კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით. მაგალითად, თუ რომელიმე პაციენტი ვერ ახერხებს მისვლას ტესტირების ჩასატარებლად შეგვიძლია ვუზრუნველყოთ მისი ტრანსპორტირება ოჯახის ექიმის მომართვის საფუძველზე",
- ამბობს ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე.

კიდევ ერთი პროგრამა, რომელისთვის 15 ათასი ლარია განსაზღვრული ვირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის ხარჯებისთვისაა განკუთვნილი. რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი თავსდება გვამის ჩანთაში მოთავსებას, დეზინფექციას, გარედან ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლოს დაკვრას, სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენებას გულისხმობს. სამედიცინო დაწესებულებიდან მიცვალებულის გადასვენება ხდება სასახლით, რომელშიც გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთით და რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია.

ბიუჯეტში სარიტუალო მომსახურეობის ხარჯები ბიუჯეტში წინა წლებშიც იყო გაწერილი, თუმცა მხოლოდ 5 ათასი ლარი იყო გაწერილი.

გარდა ამისა, პანდემიის პერიოდში მერია სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშებისათვის განათლების მიღების ხელშეწყობისთვის მათ ონლაინ სასწავლო პროცესში ჩართვას უზრუნველყოფს. პროგრამის ფარგლებში, მერია ხუთი თვის განმავლობაში მოსწავლეებს ინტერნეტით სარგებლობის ხარჯებს დაუფინანსებენ. პროგრამით სარგებლობისთვის მერიას წერილობით ბენეფიციარებმა უნდა მიმართონ, რის შემდეგაც ინტერნეტის თანხას ადგილობრივი თვითმმართველობა პროვაიდერს თავად გადაურუიცხავს.

ამ პროგრამისთვის მერიას მიმდინარე წელს 40 ათასი ლარის დახარჯვა აქვს განსაზღვრული.

კორონავირუსის პრევენციისათვის შექმნილი ახალი პროგრამებით სარგებლობლობისთვის ადგილობრივი თვითმმართელობისთვის მოქალაქეებს ჯერ არ მიუმართავთ. ქუთაისის მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობა 60 086 500 ლარს შეადგენს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.