ახალი ამბები
დღეიდან "ენგურჰესი" სამი თვით ჩერდება
FaceBook
საქართველოში ყველაზე დიდი ჰესი ჩერდება. "ენგურჰესზე" სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

ჰესის გვირაბი რამდენიმე წლის წინ დაზიანდა, თუმცა, დაგეგმილი რეაბილიტაცია რამდენჯერმე გადაიდო. ენერგო კომპანიის ინფორმაციით, ე.წ. სადერივაციო გვირაბის განახლებას სამი თვე დასჭირდება. ამ ხნის განმავლობაში ჰესი გაჩერებული იქნება. კომპანიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია 100 დღემდე გაგრძელდება.

ენგურჰესის დროებით გაჩერებაზე განცხადება გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ამით საქართველოს ენერგოსისტემას ზიანი არ მიადგება. ოკუპირებული აფხაზეთი კი, რეაბილიტაციის პროცესის დროს რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით მომარაგდება, რასაც აფხაზური მხარე აანაზღაურებს.

"ენგურჰესი" ჩვენი სიმდიდრე და იაფიანი ენერგიაა. იქიდან გამომდინარე, რომ წყლის დანაკარგი გაიზარდა, გვირაბი არაა საუკეთესო მდგომარეობაში, შევარჩიეთ ზამთრის პერიოდი რეაბილიტაციისთვის, რადგან ამ პერიოდში ყველაზე დაბალია წყალი და გამომუშავება მინიმალურია.

"ენგურჰესის" 3-4 თვიანი გაჩერებით ზიანი არ მიადგება ჩვენს ენერგოსისტემას, რადგან სეზონურად ამ დროს გამომუშავება მინიმალურია.

ენგურის ჰიდროელექტროსადგური უდიდესია ამიერკავკასიაში. იგი მდებარეობს მდინარე ენგურზე. ენგურჰესის №1 ჰიდროაგრეგატი 1978 წლის 5 ნოემბერს ამუშავდა. თავისი არსებობის განმავლობაში, ენგურჰესმა 120 მილიარდ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა. ენგურჰესის წილი ქვეყნის საერთო ელექტრომომარაგებაში 35%-ზე მეტს შეადგენს.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ენგურჰესი
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.