ახალი ამბები
21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩების ქუთაისში ჩატარების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
FaceBook
ქუთაისში ფეხბურთში 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩების გასამართავად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

პეტიცია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა დაარეგისტრირა.

,,2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. საქართველოში თამაშები 3 ქალაქში: თბილისში(ორ სტადიონზე), ბათუმსა და ფოთში გაიმართება. ისევე, როგორც 2017 წელს, საფეხბურთო ტრადიციებით და სტატისტუკურად მაყურებელთა ყველაზე მაღალი ინტერესითა და რაოდენობით გამორჩული ქუთაისი კვლავაც საფეხბურთო რუკის მიღმა რჩება. "ევროპა ჩვენი სახლია" მოგიწოდებთ შემოუერთდეთ მოთხოვნას ქუთაისში მატჩების გამართვის შესახებ, რაც საფეხბურთო ზეიმთან ერთად ჩვენი ქალაქისთვის ეკონომიკური სარგებელის მომტანიც იქნება",
- წერია თორნიკე ბარათაშვილის განცხადებაში. 


არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ადგილობრივ ხელისუფლებასაც აკრიტიკებს და უმოქმედობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ქალაქს მის მიმართ ინტერესისა და ეკონომიკური იმპულსების ზრდის შანსი წაართვეს.

"უეფა"-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა – საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.

ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.


ამავე თემაზე:

ქუთაისი ფეხბურთში 2023 წლის ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩა

Print