ახალი ამბები
"არ გააჩეროთ ნამოხვანჰესის მშენებლობა" - აქცია რიონის ხეობაში
FaceBook
"Არ გააჩეროთ ნამოხვანჰესი", "დაგვიბრუნეთ სამსახურები", - რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა.
Ადგილობრივები ჰესების მშენებლობის განახლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ხეობის განვითარება ნამოხვანჰესის მშენებლობაზეა დამოკიდებული.

"რიონის ხეობის მოსახლეობა შევიკრიბეთ, რათა ხმა მივაწვდინოთ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ვთხოვოთ მხარდაჭერას, რომ წარმატებით განახლდეს ხეობაში დაწყებული "ნამოხვანჰესის" მშენებლობის პროცესი, რომელიც თავისი შინაარსით უმნიშვნელოვანესია, როგორც გაუკაცრიელებული და დაცლილი ხეობისათვის, ასევე სრულიად საქართველოსთვის, რადგან ეს იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისათვის. არ დავუშვებთ ეს უნიკალური შანსი შევწიროთ რაღაც მარგინალური ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და იაფფასიან სპეკულაციებს გადავაყოლოთ ხეობის აყვავება-განვითარების ერთადერთი ნათელი პერსპექტივა", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე სალომე ლიპარიძე. 

Მათი თქმით, ჰესის მშენებლობის შემთხვევაში განვითარდება ინფრასტრუქტურა, Ტურიზმი, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდებიან.
Ადგილობრივები ჰესების მშენებლობაში საფრთხეებს ვერ ხედავენ.

რიონის ხეობაში ადგილობრივების ნაწილი  87-ე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ტერიტორიას ღამითაც არ ტოვებენ და კარვებში რჩებიან. მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენლები სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების დღიდან აპროტესტებენ.

მათი თქმით, კომპანია სამუშაოები ყველანაირი ნორმის დარღვევით აწარმოებს, მათ არ აქვთ არც გარემოზე ზემოქმედების გეგმა. ადგილობრივების თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი შეცვლის რიონის ხეობის კლიმატს და გააქრობს ყურძნის უნიკალურ ჯიშებს, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში წყალი დაფარავს მიმდებარე სოფლებს, დაახლოებით 10 წუთში კი ტალღა ქუთაისამდეც მიაღწევს.


ნამახვანჰესის მშენებლობას "ენკა რინიუებლზის" ახორციელებს. სამუშაოები ამჟამად ერთდროულად ოთხ ლოკაციაზე მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიეტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა ვატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.

ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება.

"თემთა ერთობის" წევრები ამბობენ, რომ კომპანიას არ აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული გეგმა. გაერთიანების წევრების თქმით, კომპანია ვერ პასუხობს მათ კითხვებს დაგეგმილი მშენებლობა შეუქმნის თუ არა წყალტუბოს წყალს საფრთხეს.


ამავე თემაზე:


ნამახვანჰესის მშენებლობის მომხრეებმა ჟონეთში საპროტესტო აქცია გამართეს

მთავრობის კანცელარიასთან ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს


პროტესტის 35-ე დღე და მიმართვა ამერიკის ელჩს - მოსახლეობა ნამახვანჰესის წინააღმდეგ

„გუბერნატორმა გადაგვაგდო“ – ნამახვანჰესის საპროტესტო აქციაზე ზვიად შალამბერიძე არ ჩავიდა

ნამახვანჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

"ეს, შეიძლება ითქვას, არის საუკუნის პროექტი" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობაზე

ღამისთევა რიონის ხეობის გადასარჩენად
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
რიონის ხეობის
17:21 / 05.03.2021
რიონის ხეობის "მცველებმა" სოფელ ნამოხვანში ჩასულ მინისტრებს  მშენებლობის შეჩერების მოთხოვნა წაუყენეს.
ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები,
ცაგერის შეხვედრის შემდეგ, სადაც  რიონის ხეობის
16:27 / 05.03.2021
ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, ცაგერის შეხვედრის შემდეგ, სადაც  რიონის ხეობის "მცველები" არ მივიდნენ, სოფელ ნამოხვანში პროტესტის ადგილზე გაემგზავრნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.