ახალი ამბები
იმერეთში ხანძრის 18-ივე კერა ლიკვიდირებულია
FaceBook
იმერეთში  ხანძრის 28-ივე კერა ლიკვიდირებულია.
გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა   წყალტუბოს სოფელ მაღლაკში ბალახის  საფარს. ასევე, ცეცხლი გაუჩნდა ხის სააქმროს. 

საგანგებო სამსახური იმერეთში გაჩენილი ხანძრის  გარდა სხვადასხვა რეგიონებშიც ებრძოდნენ ხანძრის კერებს, რომელთა დიდი ნაწილი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. 

საგანგებო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 500-ზე მეტმა მეხანძრე-მაშველმა  105 აქტიური კერიდან, 100-ის სრული ლიკვიდაცია მოხერხდა, ხოლო ხუთ კერაზე აქტიურად მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

სამეგრელოში – 77 კერიდან 74 ლიკვიდირებულია, სამზე მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

რაჭაში – ორი კერიდან ერთი ლიკვიდირებულია, ერთზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

აჭარაში – ერთ კერაზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

იმერეთში – 18 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია.

გურიაში – 7 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია.

კერების უმრავლესობაზე ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდს და მინდორს. ასევე, დაფიქსირდა ტყის ქვედა საფარის ხანძარიც. ამ დროისთვის, აღნიშნული ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე იყო საფრთხე მინდვრიდან ხანძარი საცხოვრებელ სახლს ან ტყის მასივს გადადებოდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის თავიდან არიდება შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
137 დღე კარავში და არანაირი რეაგირება სახელმწიფოს უწყებებიდან -
ასეთია ვითარება სოფელ შუქრუთში, სადაც მოსახლეობა
11:21 / 27.07.2024
137 დღე კარავში და არანაირი რეაგირება სახელმწიფოს უწყებებიდან - ასეთია ვითარება სოფელ შუქრუთში, სადაც მოსახლეობა "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მანგანუმის მოპოვების შედეგად, მათი საცხოვრებელი სახლების დაზიანებას აპროტესტებს. 
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით
დასრულდება.
09:37 / 26.07.2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.