ახალი ამბები
„პროექტის განვითარება 7-10 წელიწადში დასრულდება“- ვახტანგ ცაგარელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე
FaceBook
როდის მიაღწევს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების რაოდენობა დაანონსებულ 60 000-ს, ამაზე ფონდი "ქართუს" პროექტების ხელმძღვანელი, ვახტანგ ცაგარელი ამბობს, რომ ამის თქმა  რთულია.

ცაგარელი  უნივერსიტეტის განაშენიანების პროექტის ცვლილების განხილვასთან  დაკავშირებით ქუთაისში იმყოფებოდა. იგი საკრებულოს წლის ბოლო სხდომასაც დაესწრო, სადაც დეპუტატებმა  აღნიშნულ პროექტის ცვლილება დაამტკიცეს. ვახტანგ ცაგარელის თქმით, დაანონსებული 60 000 არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში ერთდროულად ამდენი სტუდენტი ისწავლის.
"ძალიან რთული სათქმელია. ეს არის ძალიან დიდი პროექტი თავისი მნიშვნელობით. სავარაუდოდ, პროექტის განვითარება დასრულდება 7-10 წელიწადში. 60 000 სტუდენტი ეს არის ჯამური ინფრასტრუქტურული ტევადობა და არ ნიშნავს, იმას, რომ რომელიმე მომენტში ერთდროულად 60 000 სტუდენტი იჯდება მერხთან",- განაცხადა ვახტანგ ცაგარელმა.

მისი თქმით, უნივერსიტეტში 2023 წლიდან ამუშავდება ადონური თერაპიის ცენტრი. ასევე გაიზრდება სპეციალობების რაოდენობაც.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი წელს მიიღო. პირველ სასწავლო წელს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ 245 სტუდენტი ჩაირიცხა. უნივერისტეტში სწავლა ჯერჯერობით სამ ფაკულტეტზეა შესაძლებელი. ვახტანგ ცაგარელის თქმით, უნივერსიტეტის ჯამური ბიუჯეტი ერთ მილიარდ ევრომდეა.


ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა 2016 წელს დაანონსდა. დაპირების მიხედვით, სასწავლებელი 60 000 სტუდენტზე იქნებოდა გათვლილი. უნივერისტეტს სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიეღო. მოგვიანებით, სამშენებლო პროცსის ვადამ 2020 წლისთვის გადიწია, პირველივე სასწავლო წელს კი უნივერსიტეტმა მხოლოდ 246 სტუდენტის მიღება შეძლო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება.
12:51 / 02.11.2024
მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება.
2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა
რიცხვმა 682 738 ადამიანი შეადგინა.
17:19 / 01.11.2024
2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 682 738 ადამიანი შეადგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.