ახალი ამბები
სემეკი დღეს ელექტროენერგიის ტარიფზე იმსჯელებს
FaceBook
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) კომპანიების - სს „თელასის“,
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავის წყალის“ მიმართვებს სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით დღეს, 29 დეკემბერს, 9:00 საათზე, საჯარო სხდომაზე განიხილავს.

როგორც სემეკ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სემეკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ტარიფების დადგენის პროცესის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, მის შესახებ საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას.

"ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, კომისია სთავაზობს დაინტერესებულ პირებს, მედიასაშუალებებს სხდომაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად, პროგრამის საშუალებით, რომლითაც პირდაპირ რეჟიმში შეეძლებათ სხდომაზე განსახილველი საკითხების მოსმენა, საკითხთან დაკავშირებული პოზიციის დაფიქსირება ან/და კითხვის დასმა.

სხდომაზე დისტანციური მონაწილეობისთვის ბმულის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა, მედიის წარმომადგენლებმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, პარფიუმერიის მაღაზია
10:40 / 23.09.2023
ქუთაისში, პარფიუმერიის მაღაზია "ისი-პარი" გატეხეს.
16:15 / 22.09.2023
"ქუთაისიპოსტი" გთავაზობთ გადაცემათა ციკლს, რომელშიც საუბარი შეეხება ადამიანის უფლებებსა და ამ მიმართულებით დღეს არსებულ გამოწვევებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.