ახალი ამბები
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე ექიმებმა აანათეს
FaceBook
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე ქალაქის მერმა მედპერსონა ერთად აანთო.

ახალი წლის მთავარი ატრიბუტი კომენდანტის საათის დროს გაანათეს. შესაბამისად, მხოლოდ ის ადამიანები იყვნენ ვისაც სპეციალური საშვი ქონდა. 

"უჩვეულო გარემოში აინთება დღეს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ჩვენი პატარები არ არიან ჩვენს გვერდით, თუმცა, ეს ყველაფერი მათი ჯანმრთელობისთვის და სიმშვიდისთვის ხდება. დღეს ჩემს გვერდით, ჩვენი თანაქალაქელი მედიკოსები არიან და მათთან ერთად ავანთებთ ნაძვის ხეს. ეს არის ჩვენი პატივისცემის სიმბოლური გამოხატულება. მადლობა მათ მუხლჩაუხრელი და დაუზარელი შრომისთვის. ჩვენ ერთად შევძელით ეს წელი ღირსეულად გაგვევლო", - განაცხადა ქუთაისის მერმა სოსო ხახალიშვილმა.

წელს ქუთაისი ახალ წელს მოკრძალებულად ხვდება. საახალწლო განათებები და დეკორაციები მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მოწყობილი.

საახალწლოდ მორთული ქალაქი


წელს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე ბაგრატიძის ტაძრის თემატიკის არის.

"შარშან იყო კოლხური შადრევანი, წელს ბაგრატის თემატიკა ავირჩიეთ. შარშანდლზე უკეთესი თუ არა, ნაკლები არ იქნება", - ამბობს მხატვარ-დიზაინერი გიორგი დარსაველიძე.

წელს, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მორთვა ბიუჯეტს 28 000 ლარამდე დაუჯდება, მისი მონტაჟი მერიას ჯერ არ დაუწყია.

ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე ზუსტად 13 წლისაა. ის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2007 წელს საკუთარი სახსრებით შეიძინა. მას შემდეგ მთავარ საახალწლო ატრიბუტს ყოველწლიურად ანახლებენ და განსხვავებული დიზაინით რთავენ. გასულ წელს ქუთაისის ნაძვის ხე განსაკუთრებულად ლამაზი იყო და საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა.


ამავე თემაზე:

საახალწლოდ მორთული ქუთაისი (ფოტორეპორტაჟი)

ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი დღეს დაიწყო

რა უჯდება ქუთაისის მერიას ახალი წელი ზეიმის გარეშე

4 950 ლარი მხოლოდ დიზაინში - რა უჯდება ქუთაისის მერიას ძველი ნაძვის ხის განახლება

ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე ბაგრატის ტაძრის გამოსახულებიანი ორნამენტებით გაფორმდება


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.