სამტრედიის საკრებულოს დეპუტატმა კარატინის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმა გაასაჩივრა
13:00 / 25.12.2020
სამტრედიის საკრებულოს
დეპუტატმა,,ნაციონალური მოძრაობიდან" მამუკა ბიბილეიშვილმა, რომელიც
იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ორი კვირისწინ დააჯარიმეს,ჯარიმა გაასაჩივრა. მის განაცხადს იმერეთის სამხარეო
პოლიცია განიხილავს. დეპუტატის თქმით, თუ მისი სარჩელი არ
დაკმაყოფილდება შემდეგ სასამართლოს მიმართავს.
ის აცხადებს, რომ 2000
ლარიანი ჯარიმა უკანონოდ დაუწერეს.
"გასაჩივრებული მაქვს იმერეთის
სამხარეო პოლიციაში, ჯერ პასუხი არ მომსვლია. თუ შედეგი არ იქება
შემდეგ სასამართლოში მივიტან. კანოდარღვევით დამიწერეს ჯარიმა და
სამართალდამცველებს არ უნახავთ ექიმის დასკვნა, რომელიც თან მქონდა",-
ამბობს დეპუტატი. სამტრედიის საკრებულოს დეპუტატი ,,ნაციონალური
მოძრაობიდან" მამუკა ბიბილეიშვილი იზოლაციისა და კარანტინის წესების
დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში
აცხადებენ, რომ მამუკა ბიბილეიშვილს 2020 წლის 29 ნოემბერს ჩატარებული
ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც
სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა.
მას შემდეგ იგი კოვიდაღრიცხვაზე იმყოფება. ინფიცირებულმა კი დაარღვია
დადგენილი წესები, თვითნებურად დატოვა თვითიზოლაციის ადგილი და
საკუთარი ავტომანქანით, სამტრედიიდან ქუთაისის მიმართულებით
გაემგზავრა.
ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის,
სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და მთავრობის სახლის გადატანის
შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად
არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების –
საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30
ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები