ახალი ამბები
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე ბაგრატის ტაძრის გამოსახულებიანი ორნამენტებით გაფორმდება
FaceBook
წელს, ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის გასაფორმებლად ბაგრატის ტაძრის თემატიკას აირჩევენ.

მხატვარ-დიზაინერი გიორგი დარსაველიძე, რომელთანაც მერიამ ხელშეკრულება გააფორმა, ამბობს, რომ ბაგრატის ტაძრის დეტალების გამოსახულებით, შესაბამისი ორნამენტები უკვე დამზადებულია და ქალაქის მთავარი ნაძვის ხე წელს განსხვავებული თემატიკით გაფორმდება.

"შარშან იყო კოლხური შადრევანი, წელს ბაგრატის თემატიკა ავირჩიეთ. უკვე დამზადებულია დიდი ზომის ორნამენტები, რომლებითაც გაფორმდება ნაძვის ხე. შარშანდლზე უკეთესი თუ არა, ნაკლები არ იქნება", - ამბობს გიორგი დარსაველიძე.

წელს, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მორთვა ბიუჯეტს 28 000 ლარამდე დაუჯდება, მისი მონტაჟი მერიას ჯერ არ დაუწყია.

ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე ზუსტად 13 წლისაა. ის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2007 წელს საკუთარი სახსრებით შეიძინა. მას შემდეგ მთავარ საახალწლო ატრიბუტს ყოველწლიურად ანახლებენ და განსხვავებული დიზაინით რთავენ. გასულ წელს ქუთაისის ნაძვის ხე განსაკუთრებულად ლამაზი იყო და საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა.

წელს,
გაუქმებული ღონისძიებებისა და შეწყვეტილი ტენდერის ფონზე, ადგილობრივი თვითმმართველობა საახალწლო სამზადისისთვის მაინც სოლიდურ თანხას ხარჯავს. ქუთაისის მერიას ახალი წელი ფოიერვერკისა და კონცერტის გარეშე 156 786 ლარი დაუჯდება.



ამავე თემაზე:

რა უჯდება ქუთაისის მერიას ახალი წელი ზეიმის გარეშე

4 950 ლარი მხოლოდ დიზაინში - რა უჯდება ქუთაისის მერიას ძველი ნაძვის ხის განახლება
Print