ახალი ამბები
ოჯახში ძალადობამ 8,5%-ით მოიმატა - ვახტანგ გომელაური
FaceBook
გასულ წელთან შედარებით 2020 წელს დანაშაული 10%-ით არის შემცირებული,
- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, გარკვეული დანაშაულების სტატისტიკა გაზრდილია, მათ შორის, ოჯახური ძალადობა და მკვლელობა.


მინისტრის თქმით, ოპონენტების განცხადებები, თითქოს კრიმინალმა იმატა, პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

"რაც შეეხება 2020 წლის დანაშაულის სტატისტიკას, ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. მივყვეთ მონაცემებს და ვნახავთ, რომ ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10 პროცენტით. რა თქმა უნდა, გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებზე, რაზეც ინფორმაციას საზოგადოებას ყოველთვიურად ვაწვდით, მაგალითისთვის: კიბერდანაშაულმა მოიმატა 24 პროცენტით, ოჯახში ძალადობამ 8,5%-ით, მკვლელობამ 11-%-ით იმატა, რაც 7 - ერთეულით მეტია.

იცით რომ კიბერდანაშაული არის 21-ე საუკუნის გამოწვევა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ოჯახში ძალადობის მატების ტენდეცია კი განპირობებულია მზარდი მომართვიანობით, რაც წლების განმავლობაში გამოწვევას წარმოადგენდა. აუცილებელია შევეხოთ იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რაც გვაქვს ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ: ყაჩაღობა -42%; გამოძალვა -34%; ძარცვა -25%; ქურდობა -12%; შემცირდა ბინების გაქურდვის ფაქტები -22%, მკვლელობის მცდელობა -5%. თქვენ გაეცანით ამ რეალურ ციფრებს, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომაროებას დანაშაულთან მიმართებაში. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მედია საშუალებებით მცირე ინციდენტებიც კი ინტენსიურად შუქდება, რაც ქმნის განცდას რომ დანაშაულმა იმატა.

ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია რომ მედია თავისუფალია, ერთი კაბინეტიდან არ კონტროლდება და ნებისმიერი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია", - განაცხადა გომელაურმა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
12:55 / 13.12.2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახური "ქუთაისიპოსტისგან" პროევროპულ აქციაზე გადაღებულ ვიდეომასალას და ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებს ითხოვს.
უამინდობის გამო, დასავლეთ საქართველოში, გზების გარკვეულ
მონაკვეთებზე შეზღუდვებია.
11:22 / 13.12.2024
უამინდობის გამო, დასავლეთ საქართველოში, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.