ახალი ამბები
"ქუთაისის მერიაში პრესცენტრს შევქმნით" - იოსებ ხახალეიშვილი
FaceBook
ქუთაისის ახლადარჩეული მერი იოსებ ხახალეიშვილი, მედიას  უფლებამოსილების განხორციელების პირველივე დღეს შეხვდა.

შეხვედრაზე მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში მედიისთვის პრესცენტრის შექმნა დააანონსა. მისი თქმით, ცენტრი საჭირო ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.
"ერთ-ერთი პირველი რასაც გავაკეთებ, იქნება პრესცენტრის შექმნა მერიის შენობაში. ჟურნალისტები ქარსა და წვიმაში გარეთ არ უნდა იცდიდნენ", - განაცხადა ქალაქის მერმა.

იოსებ ხახალეიშვილი მერის რანგში საქმიანობას დღეიდან შეუდგა. მერი საკრებულოს რიგგარეშე სხდომასაც დაესწრო და განაცხადა, რომ უფლებამოსილების შემჭიდროვებული ვადის მიუხედავად, იგი მის გუნდთან ერთად შეეცდება ქალაქს სარგებელი მოუტანოს. მერმა სხდომაზე, რომელსაც ტრადიციულად არ ესწრებოდა ოპოზიცია, ოპონენტებს საკრებულოში დაბრუნებისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

იოსებ ხახალეიშვილმა ასევე ისაუბრა ქალაქში ახალი ავტობუსების შემოყვანასა და ფასთა სისტემაზე, თუმცა, განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული რა ეღირება მგზავრობა და რა ტიპის შეღავათები იქნება გათვალისწინებული სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის.

რაც შეეხება ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტს, მერის თქმით, პროექტი, რომელიც უკვე დაუბრუნდა საკრებულოს, ორიენტირებულია სოციალურ და ინფრასტრუქრუტულ მიმართულებებზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.