კორონავირუსით ინფიცირების გამო, ქუთაისის ახლადარჩეული მერი საქმიანობას ორი დღის დაგვიანებით შეუდგება
13:08 / 09.12.2020
ქუთაისის არჩეული მერი უფლებამოსილების
განხორციელებას 11 დეკემბრიდან შეუდგება.
იოსებ ხახალეიშვილი კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში
იმყოფება.
"იზოლაციაში ყოფნის ვადის ამოწურვამდე ვრჩები
სახლში და ვასრულებ რეგულაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
ქუთაისის მერიაში, ჩემს სამუშაო ადგილზე, პარასკევს, 11 დეკემბერს
გამოვცხადდები და შევუდგები ქუთაისის მერის უფლება-მოვალეობების
შესრულებას. უდიდესია პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენმა
თანაქალაქელებმა თავიანთი მხარდაჭერით დამაკისრეს. ურთულეს პერიოდში
მიწევს მუშაობის დაწყება. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ ყველა იმ გეგმის
შესრულება, რაც ქუთაისის უკეთესი მომავლისთვის
დავსახეთ", - აცხადებს ქუთაისის ახლადარჩეული
მერი.
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა
იოსებ ხახალეიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 92% მიიღო.
იოსებ ხახალეიშვილი მერის პოსტის დაკავებამდე, იმერეთის
ვიცე-გუბერნატორი იყო.
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის
მქონე შენობა, რომელსაც ხანძარი ორი წლის წინ გაუჩნდა, ამ
დრომდე მიტოვებულ და მძიმე მდგომარეობაში რჩება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები