ახალი ამბები																												
					
				
										
											ქუთაისში  ორთვიანი კომის შემდეგ 23 წლის გოგონა გარდაიცვალა									
						
		
								
								
						
							 
						
						
							 
							
						
						
							
															
									14:26 / 01.12.2020								
							
						
					 
					
						
				
			
			
												ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის
ცენტრში გოგონა , რომელიც ორი თვის განმავლობაში კომაში იყო, 
გარდაიცვალა.
23 წლის სალომე გვასალია  ხიდან ჩამოვარდა და სამედიცინო ცენტრში
ორი ოპერაცია ჩაუტადა, რის შემდეგ ის კომაში ჩავარდა. ოჯახის წევრები
თავიდანვე ექიმებს ადანაშაულებდნენ და აცხადებდნენ, რომ ოპერაცია
არასწორად ჩატარდა. 
ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს და მისი უფლებამოსილების
შეჩერებას მოითხოვენ. ასევე, ისინი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის
ჩართვას მოითხოვენ და დახმარებისთვის პრემიერ მინისტრს მიმართავენ.
ინტერვენციული მედიცინის ცენტრის იურისტის თქმით, მომხდარზე
დაწყებულია გამოძიება.
საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრის რეგულირების სააგენტო და ამის
მიხედვით დადგინდება ადგილი ქონდა თუ არა დაუდევრობას.
ამავე
თემაზე:
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმებს
ოპერაციის არასწორად ჩატარებაში ადანაშაულებენ
			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები