ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო კომისიამ მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმი შეადგინა
FaceBook
№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა მეორე ტურის შემაჯამებელ ოქმებზე მოაწერეს ხელი.
პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე გახდა, ხოლო ქუთაისის მერად იოსებ ხახალეიშვილი იქნა არჩეული.

არჩეული პირები საქმიანობას  შემაჯამებელი ოქმის გამოცემიდან მე-11-ე დღეს უნდა შეუდგნენ. 

მეორე ტურზე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ  5  სარჩელი შევიდა, რომელთა  ავტორი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო. 

არჩევნების მეორე ტურში  მონაწილეობა ოპოზიციონერ კანდიდატებს არ მიუღიათ. პროტეტის ნიშნად საარჩევნო უბნებიდან და საოლქო საარჩევნო კომისიიდან თავიანთი წარმომადგენლებიც გაიწვიეს. 

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები 2020 წლის პარლამენტის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მიღებულ მანდატებზე უარს ამბობენ. მათი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის შედეგები გააყალბა.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდა, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება.

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში ტენდერების  დიდ ნაწილს
ინდმეწარმე შიო გაფრინდაშვილი უკონკურენტოდ იგებს.
11:41 / 16.01.2021
ჭიათურაში ტენდერების  დიდ ნაწილს ინდმეწარმე შიო გაფრინდაშვილი უკონკურენტოდ იგებს.
ფეხბურთში 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის
ჩემპიონატს, ქუთაისი ვერ უმასპინძლებს.
16:55 / 15.01.2021
ფეხბურთში 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს, ქუთაისი ვერ უმასპინძლებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.