ახალი ამბები
12-მა ოპოზიციურმა პარტიამ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას ხელი მოაწერა
FaceBook
2020 წლის პარლამენტის არჩევნებში მონაწილე 12 ოპოზიციური პარტია მიღებულ მანდატებზე უარს აცხადებს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

პარტიების ლიდერებმა შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს. ასევე, ისინი  პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ: 

"ნაციონალური მოძრაობა"

"ევროპული საქართველო"

"სტრატეგია აღმაშენებელი"

"ლელო საქართველოსთვის"

"გირჩი"

"მოქალაქეები"

"ლეიბორისტული პარტია"

"რესპუბლიკური პარტია"

"სახელმწიფო ხალხისთვის"

"ევროპული დემოკრატები"

"კანონი და სამართალი"

"ერთიანი საქართველო"

ასევე, პაატა დავითაიას ინფორმაციით, ოპოზიცურ ერთობას უერთდება "პატრიოტთა ალიანსი".


"არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალდობისა და დაშინების სუს-ის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობით გავლენის მოხდენის პირობებში. ამას თან დაერთო ოქმებით მანიპულაცია და კარუსელი, რამაც მნიშვნელოვნად დაამახინჯა არჩევნების შედეგები. ცესკოს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა არ ასახა ამომრჩევლის ნება. ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მანდატი. შესაბამისად, ეს არჩევნები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. ამიტომ, ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომ არ შევიდეთ პარლამენტში. არ მივიჩნევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან არის ის უკანონოდ არჩეული", - განაცხადა პარტიების ლიდერების შეკრებაზე შალვა ნათელაშვილმა.


31 ოქტომბრის არჩევნების შედგების მიხედვით, მმართველმა გუნდმა პარლამენტში 75 მანდატი მოიპოვა და უმრავლესობის მოსაპოვებლად მხოლოდ ერთი მანდატი სჭირდება. არჩევნების შედეგები მიუღებელია ოპოზიციისთვის. მათი თქმით, ხელისუფლებამ კენჭისყრის შედეგები გააყალბა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15:02 / 17.04.2024
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.