1 970 540 - ეს გახლავთ
ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელმაც 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართულ
საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.
ეს მონაცემები 2016 წლის
საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობაზე მეტია, მაშინ
არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,63
%-მა მიიღო.
მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები,
29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული
საარჩევნო სის ტემით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30
მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი
შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის
საშუალებას მისცემს.
31 ოქტომბერს, პარლამენტის
პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც
მიმდინარეობს.
ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატმა
იბრძოლა, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის ოთხი
კანდიდატი.
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.
წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.




მასალის გამოყენების პირობები