ახალი ამბები
ქუთაისის საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მერობის კანდიდატს სცემეს
FaceBook
,,ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის მერობის კანდიდატს, ირაკლი კიკვაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

კიკვაძე ამის შესახებ ,,ქუთაისიპოსტთან" სატელეფონო საუბარში განმარტავს და ამბობს, რომ დაიზანებები სახის არეში აქვს მიყენებული. 

"ჩვენმა წევრმა დამირეკა და მითხრა, რომ უბანზე დარღვევას ჰქონდა ადგილი და მუშაობაში ხელს უშლიდნენ. მეც სწორედ ამის გამო მივედი იქ. უბანზე კი დაგვესია "ოცნების" ათობით წარმომადგენლი. მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ამიტომ თვალი მაქვს ძალიან დაზიანებული".


,,ლეობორისტული პარტიის" მერობის კანდიდატსა და  ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დაპირისპირების შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ,,ქუთაისიპოსტი" #37-ე საარჩევნო უბანზე მივიდა, თუმცა კიკვაძე სამართალდამცავებს უკვე გადაყვანილი ჰყავდათ ქუთაისის პოლიციიის მეხუთე განყოფილებაში.




მერობის კანდიდატის საარჩევნო უბანთან ცემის ფაქტი ,,ქუთაისიპოსტთან" საუბარში მხოლოდ ერთ-ერთმა დამკვირვებელმა დაადასტურა.

,,დაახლოებით 15 ადამიანი სცემდა კიკვაძეს. აყენებდნენ როგორც ფიზიკურ, ისე სიტყვიერ შეურაცხყოფას. როგორც აქ ითქვა მას სცემდნენ ,,ქართული ოცნების" და ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები".

ამავე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა აქტივისტმა კი განმარტა, რომ დაპირისპირება ირაკლი კიკვაძეს პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა. თუმცა რა პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, მან ამაზე დეტალურად საუბარი არ ისურვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნებში დაფიქსირებულ დარღვევებზე უწყება განცხადებას 15:00 საათზე გააკეთებს.

ქუთაისში, 156 257 ამომრჩევლისთვის 130 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან, 7 სპეცუბანია, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ექვსი უბანი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირებისთვისაა განკუთვნილი.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა გამოხატა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს.

ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძვის, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაშ ოთხი კანდიდატი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.