პოლიტიკა
იმერეთში, თვითიზოლაციასა და კოვიდსასტუმროებში, 1123 ამომრჩეველია რეგისტრირებული
FaceBook
2020-ის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, იმერეთის მასშტაბით, თვითიზოლაციასა და კოვიდსასტუმროებში მყოფი 1123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც გადასატანი ყუთი მოითხოვეს არჩევნებში საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.

საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაულის სამაჟორიტარო ოლქში განმარტავენ, რომ თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების ხმის მიცემის უფლების უზრუნველსაყოფად 1 უბანია გახსნილი და რეგისტრირებულია 27 ამომრჩეველი. თვითიზოლაციაში მყოფი პირების გარდა გადასატანი ყუთით სულ 1139 ამომრჩეველი ისარგებლებს.ცესკოს ინფორმაციით, აქ საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 103 810 ამომრჩეველი. გახსნილია 155 საარჩევნო უბანი.

ასევე ერთი უბანია გახსნილი თვითიზოლაციასა და კოვიდსასტუმროებში მყოფი პირებისთვის თერჯოლა, ტყიბული, ზესტაფონი, ბაღდათის ოლქშიც. ხმის მიცემის უფლებით აქ თვითიზოლაციაში მყოფი 70-მდე პირი ისარგებლებს. მათ გარდა, გადასატანი ყუთით 1682 ამომრჩეველი ისარგებლებს.  ცესკო-ს ინფორმაციით, ამ ოლქში არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 131 322 ამომრჩეველი. გახსნილია 157 უბანი.

თვითიზოლაციაში მყოფი 108 ამომრჩეველია რეგისტრირებული სამტრედია, ვანი , ხონი, წყალტუბოს ოლქში, მათ ერთი სპეცუბანი მოემსახურებათ. გარდა ამისა, გადასატანი ყუთით ისარგებლებს 1737 ამომრჩეველი. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებისთვის აქ რეგისტრირებულია ჯამში 144 150 ამომრჩეველი. გახსნილია 183 საარჩევნო უბანი.

ქუთაისში 6 უბანია გახსნილი თვითიზოლაციასა და კოვიდსასტუმროებში მყოფი 873 ამომრჩეველისთვის. გარდა ამისა, გადასატანი ყუთით ისარგებლებს 3661 ამომრჩეველი ისარგებლებს. ცესკოს მონაცემებით ქუთაისში გახსნილია 130 უბანი და რეგისტრირებულია 156277 ამომრჩეველი.


კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის ცესკომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 26 ოქტომბერს, 22:00 საათზე დაასრულა.

იმ პირებს, რომლებიც ვირუსის გამო თვითიზოლაციაში შესაძლოა რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ მოხვდნენ, ,,ქუთაისიპოსტს" ცესკო-ში განუცხადეს, რომ ისინი გადასატან ყუთს ვეღარ მოითხოვენ და შესაბამისად, ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლებენ.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, შერეული სისტემით, ერთპროცენტიანი ბარიერით და ბლოკებით გაიმართება.



Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ქუთათელ-გაენათის ეპარქიის მეუფე
იოანე გამრეკელი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას გამოეხმაურა.
13:43 / 23.11.2020
ქუთათელ-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას გამოეხმაურა.
იმერეთის რეგიონში კორონავირუსით
ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
11:03 / 23.11.2020
იმერეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.