ახალი ამბები
„მრავალგზის ნასამართლევი პირი „ოცნებისთვის“ ხმებს აგროვებს და სკოლაშიც მუშაობს“
FaceBook
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე დიმიტრი გურგენიძე, რომელიც ამავდროულად თერჯოლაში ორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობს, წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი," - ინფორმაციას ამის შესახებ "პროგრესული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათისა და ტყიბულის ოლქში, ადვოკატი ნინო მეფარიშვილი ავრცელებს.

პრესკლუბ "მედიარუმში" ნინო მეფარიშვილმა განაცხადა, რომ გურგენიძე წარსულში ძალადობისა და ხულიგნობის მუხლით იხდიდა სასჯელს. ბოლოს კი 2017 წელს გაასამართლეს. იგი ამ დრომდე ფლობს ცეცხლსასროლ იარაღს, რაც ნასამართლეობის მქონე პირისთვის კანონით აკრძალულია, ასევე, მუშაობს თერჯოლის #1 საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებლად და მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრში, რასაც ასევე, კანონი კრძალავს.

"ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ადამიანი არის წარსულში მრავალგზის ნასამართლევი, ასევე, ნასამართლეობის მქონე და მაინც ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. რა უნდა ასწავლოს ძალადობისა და თაღლითობისთვის რამდენჯერმე გასამართლებულმა პირმა ბავშვებს? რა პასუხი აქვთ ამაზე სკოლის დირექტორსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის ხელმძღვანელს? გარდა ამისა, იგი არის "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე, ორი ოფისი გახსნა თერჯოლაში, დადის ფეხდაფეხ და ხალხს ოცნებისთვის ხმის მიცემას აიძულებს. მმართველი გუნდი დაინტერესებულია კრიმინალების აზღევებით, აი, ასეთი ადამიანები ჰყავს გვერდით და ამათი საშუალებით ალაგებს არჩევნებს", - ამბობს ნინო მეფარიშვილი.

დიმიტრი გურგენიძე ამავდროულად არის მიმდინარე წლის 9 აგვისტოს,  ტყიბულში მომხდარი მკვლელობის მთავარი მოწმე. იგი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მკვლელობის ჩამდენად ზ.ჩ.-ს ასახელებს, რომელიც ადვოკატის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნინო მეფარიშვილის მეუღლეა.

ქუთაისიპოსტი დიმიტრი გურგენიძეს დაუკავშირდა. გურგენიძე ნინო მეფარიშვილის ბრალდებებს ცრუს უწოდებს და მის ნასამართლეობაზე საუბარი არ სურს, თუმცა, არც ინფორმაციას უარყოფს. რაც შეეხება "ქართული ოცნების" თერჯოლის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარეობას, გურგენიძე ამბობს, რომ შტაბში არ მუშაობს, თუმცა, პარტიის მხარდამჭერია.

"ეს არის მტკნარი სიცრუე, არც კი ვიცი საიდან აქვს ამხელა ფანტაზია. რაც შეეხება თავმჯდომარეობას, პარტიაში არ ვმუშაობ, მაგრამ ვარ მხარდამჭერი", - გვითხრა გურგენიძემ.

მან დაადასტურა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობა, მაგრამ როცა მისი საქმიანობის განათლების შესახებ კანონთან შესაბამისობაზე ვკითხეთ, საუბარი აღარ მოისურვა.

დიმიტრი გურგენიძე თერჯოლის #1 საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებლად ორი წელია მუშაობს, თუმცა, სკოლის დირექტორი ელისო მურადაშვილი გვეუბნება, რომ მისი ნასამართლეობის შესახებ არ იცოდა.

"ახლა გავიგე მეც ამ წუთში. არ ვიცოდი ნამდვილად. გადაწყვეტილებას მივიღებთ კანონის მიხედვით".

ზოგადი განათლების შესახებ კანონის 21 პრიმა მუხლის მიხედვით, მასწავლებელი არ შეიძლება იყოს ნასამართლეობის მქონე პირი.

რაც შეეხება სამი თვის წინ ტყიბულის სოფელ ბზიაურში მომხდარ მკვლელობას, მკვლელობაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გამოძიება მას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვა - ტარებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზიანებები მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ზ.ს.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ბრალდებას იმთავითვე არ დაეთანხმა ადვოკატი ნინო მეფარიშვილი და განაცხადა, რომ დანაშაული პოლიციის თანამშრომლებმა ჩაიდინეს და ახლა ცდილობენ მის ქმარს დააბრალონ, რომელიც მისი თქმით, ადგილზე შემთხვევით მოხვდა.



ამავე თემაზე:


ტყიბულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე - ქმრის უდანაშაულობას დავამტკიცებ

ტყიბულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

მკვლელობა ტყიბულში - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

ტყიბულში მომხდარ მკვლელობაზე რამდენიმე ადამიანის გამოკითხვა მიმდინარეობს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.