ახალი ამბები
ქუთაისში კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
FaceBook
ქუთაისში კორონავირუსი ხუთმა პაციენტმა დაამარცხა. ისინი სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობდნენ.

“კლინიკა ბომონდში” ვირუსისგან სამი პაციენტი განიკურნა. მათგან ერთი ქედას და ერთი ქუთაისის მკვიდრია. კოვიდცენტრი,  ასევე დატოვა ერთმა ორსულმა ქალბატონმა, რომელიც ქუთაისში 20 დღის წინ ბათუმიდან გადმოიყავნეს.

,,პაციენტმა კლინიკაში იმშობიარა და ბინაზე გამოჯანმრთელებული ახალშობილთან ერთად გაეწერა,"- აცხადებენ კლინიკაში.

ამ ეტაპზე ,,კლინიკა ბომონდში"  70 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. 90-მდე პაციენტმა კი ვირუსი უკვე დაამარცხა. გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები.

ორი ადამინი გამოჯანმრთელდა ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში. დღესვე სამედიცინო დაწესებულებაში ოთხი ახალი პაციენტი შეიყვანეს.  კლინიკის სამედიცინო დირექტორის,  ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 69 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.

"კლინიკაში მკურნალობას 69 პაციენტი გადის, მათ შორის 13 ბავშვია. მძიმეა ცხრა პაციენტის მდგომარეობა, კრიტიკულად მძიმეა სამი", - განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციური კლინიკა, ჯამში, 128 გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს - საერთაშორისო
ბირჟებზე, ერთთვიან ჭრილში, ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 13%-ითაა
გაზრდილი.
11:38 / 28.09.2023
გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს - საერთაშორისო ბირჟებზე, ერთთვიან ჭრილში, ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 13%-ითაა გაზრდილი.
ქუთაისში, სამგზავრო ბარათების ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ,
მოსწავლეებისთვის მგზავრობა უფასო ხდება.
14:55 / 27.09.2023
ქუთაისში, სამგზავრო ბარათების ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ, მოსწავლეებისთვის მგზავრობა უფასო ხდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.