ახალი ამბები
ონლაინ თუ რეალური გაკვეთილები?- რას ირჩევენ მოსწავლეები ქუთაისის სკოლებში
FaceBook

ქუთაისში, მოსწავლეების უმრავლესობა ონლაინ განათლებას, რეალურ სივრცეში სწავლებას ამჯობინებს.


ეს  ტენდენცია იკვეთება ქალაქში არსებული იმ ათი საჯარო სკოლის მონაცემიდან, რომელიც ,,ქუთაისიპოსტმა“ გამოკითხა.

ქუთაისის საჯარო სკოლებში (#2,#7,#19,#20,#23,#26,#29,#33,#35,#36,#38), პირველი საფეხურის (I-VIIკლასის) 3450-ზე მეტი მოსწავლიდან, ონლაინ სწავლება მხოლოდ 25 - მა მოსწავლემ ისურვა.


სწავლების რა ფორმას ირჩევენ მოსწავლეები ქალაქში არსებული დანარჩენი 28 საჯარო სკოლიდან, ამის დაზუსტებაზე ქუთაისის საგანმანათლებლო რესუსრსცენტრში ჯერ კიდევ მუშაობენ .

რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, 2020 წლის 2 ოქტომბრის მდგომარეობით, ონლაინ სწავლება 38 საჯარო სკოლიდან, მხოლოდ 65-მა მოსწავლემ ისურვა.


ბავშვებს რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სიარული, მასწავლებლებ
თან და თანატოლებთან უშუალო კომუნიკაცია ურჩევნიათ,  ეს ერთი სკოლის მაგალითზეც სჩანს.

ქუთაისის #23-ე  სკოლაში პირველი საფეხურის 450 მოსწავლიდან, ონლაინ სწავლების ფორმით სამი მოსწავლე სარგებლობს.

სკოლის დირექტორის ნესტან ხუციძის თქმით, ონლაინ განათლებას ძირითადად განსაკუთრებული გარემოებების გამო ირჩევენ.


,,ამ ბავშვებისთვის გაკვეთილებზე  ჩართულია ლაივი, რომელიც იწერება. მოსწავლეს შეუძლია გაკვეთილს ონლაინ დაესწროს, ან ჩანაწერი ნახოს“.


ვირტუალური გაკვეთილები სკოლებში სპეციალური პროგრამის მეშვეობით იწერება, რასაც გამართული ინტერნეტი და კომპიუტერი სჭირდება. ეს ფუფუნება #23-ე სკოლისგან განსხვავებით, ქუთაისის ზოგიერთ სკოლას არ აქვს.


ერთ-ერთი მასწავლებელი, რომლის სახელს და გვარს მისივე თხოვნით არ ვასაჯაროებთ, ონლაინ განათლების პრობლემებზე გვიყვება.


,,არ გვაქვს კარგი ინტერნეტი და არც შესაბამისი ტექნიკა. ზოგჯერ ისე ვიტანჯებით, ასეთ გაკვეთილს სჯობს არ ჩაატარო, რადგან მაინც წყვეტით ესმით ბავშვებს ჩემი ხმა“.


ტექნიკური ხარვეზებით ჩაწერილ გაკვეთილებს უნდა დაჯერდეს ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე (სახელი შეცვლილია), რომელიც ოჯახური პირობების გამო, სკოლაში სიარულს გარკვეული პერიოდით ვერ შეძლებს.


,,ხან სკოლაში ჭედავს ინტერნეტი და ხან სახლში, მაგრამ სულ ჩამორჩენას მირჩევნია ასე მაინც ისწავლოს", - ამბობს ელენეს მშობელი.


ონლაინ სწავლების საკითხი საქართველოში კოვიდრეალობამ დააყენა, თუმცა, მთავრობამ მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილებები არაერთხელ შეცვალა. ამის გამო, განათლების სფეროში ჩართულ ყველა აქტორს დღეს არაერთ პრობლემასთან გამკლავება უწევს. 

მაგალითად, ერთ-ერთი ხელისუფლების მიერ  მოსწავლეების ორად დაყოფაა. მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად,  რეალურ სივრცეში განათლების მიღების შესაძლებლობა მხოლოდ მოსწავლეების ნაწილს, (უმცროსკლასელებს) აქვთ.  უფროსკლასელების ნაწილი კი სტრესშია, რადგან მათ რეალურ სივრცეში სწავლება ეკრძალებათ. 


ამავე თემაზე:

სკოლა VS COVID-19 და სახელმწიფო „გაქცევის“ რეჟიმში

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.