ახალი ამბები
"ნაციონალური მოძრაობა" ,,პარკინგსერვისს" კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს
FaceBook
,,ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია  მერიის დაქვემდებარულ შპს   ,,პარკინგსერვისს" კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

მისი განცხადებით, მაშინ როცა  კომპანიას ბიუჯეტში მოგება უნდა შეეტანა და ჯარიმებისა და ქირის სახით 2 მილიონ ლარზე მეტიც მიიღეს, ბიუჯეტში დავალიანება 1 მლნ 784 ათასი ლარამდე დაუგროვდათ. 

ამ ფონზე კი ქუთაისის საკრებულო ,,პარკინგსერვისს" ვალის გადასახდელად 9 წლიან გრაფიკს სთავაზობს. ახალი გრაფიკის მიხედვით, 1 მლნ 784  ათასი ლარის  დავალიანება ,,პარკინგსერვისმა" 2029 წლამდე უნდა დაფაროს.

,,ჯარიმების სახით ამოღებული  თანხები დაიხარჯა ,,ქართული ოცნების" აქტივისტების შესანახავად და კიდევ აპირებენ დავალიანება ჩამოაწერონ. აქციეს საკუთარი კორუფციული შემოსავლების წყაროდ. პრობლემა იმაშია, რომ არცერთი საპარკინგე ადგილი არ დამატებია ქალაქს, რაც ,,პარკინგსერვისი" შეიქმნა. ამ ფონზე მილიონზე მეტი დავალიანების ჩამოწერას და გადავადებას აპირებს მათთვის ქუთაისის საკრებულო. ხვდებიან, რომ არჩევნებს წააგებენ და ცდილობენ ეს თემა იურიდიულად დაალაგონ," - განაცხადა შუშანიამ.

"პარკინგსერვისში" ბრალდებაზე  კომენტარს არ აკეთებენ.

შპს "პარკინგსერვისი" საბიუჯეტო ვალდებულებებს, რომ  არ ასრულებს, ამის შესახებ ქუთაისის მერიას ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან" ჯერ კიდევ 2018 წელს შეახსენეს, მაშინ კომპანიის დავალიანება ქუთაისის ბიუჯეტში 1 240 246 ლარს შეადგენდა.


ქუთაისში პარკინგის სისტემის მოსაწესრიგებლად  შპს „პარკინგსერვისი” ქალაქის მერიამ 2015 წელს შექმნა.

ავტორი: ანა ჯიქია 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.