ახალი ამბები
მოსახლეობა ნამოხვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს აპროტესტებს
FaceBook
წყალტუბოში, მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს აპროტესტებს.

ისინი მიმდინარე სამუშაოებს და კლდის აფეთქებას ეწინააღმდეგებიან. მოსახლეობის თქმით, კომპანიამ მშენებლობა ნებართვის გარეშე დაიწყო, ამიტომ ნამოხვანის მოსახლეობა შიშობს, რომ ჰესი საფრთხეებს შეუქმნის, როგორც მათ სოფელს, ასევე დასავლეთ საქართველოს.

ისინი მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. მათ დღეს შემთხვევის ადგილზე, ასევე განაცხადეს, რომ ნარჩენები უშუალოდ მდინარე რიონში იყრება.

ნამოხვანჰესის მშენებლობას "ენკა რინიუებლზის" ახორციელებს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ირინა პეტრიაშვილის თქმით, მათ აქვთ ნებართვა და მოსამზადებელი სამუშაოები ნებართვით ხორციელდება.

კომპანიაში არ იზიარებენ მოსახლეობის შიშებს საფრთხეებთან დაკავშირებით და ამბობებ, რომ უსაფრთხოების ზომები დაცულია, თუმცა ადასტურებენ, რომ ჩანჩქერი წყლით დაიფარება.

მათი ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში 20 კილომენტრიანი შემოვლითი გზა მოეწყობა.

რიონის ხეობაში 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესს კომპანია "ქლინ ენერჯი გრუპი" აშენებს. ნამახვანიჰესის მშენებლობის ნებართვა კომპანიამ 2015 წელს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.

პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიეტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა ვატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.

პროექტი 750 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება.

"თემთა ერთობის" წევრები ამბობენ, რომ კომპანიას არ აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული გეგმა. გაერთიანების წევრების თქმით, კომპანია ვერ პასუხობს მათ კითხვებს დაგეგმილი მშენებლობა შეუქმნის თუ არა წყალტუბოს წყალს საფრთხეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.