ახალი ამბები
ირმა ინაშვილი - მაგ ბორშჩს რა მიმართულებით მოგახმართ, საკუთარ მაგალითზე ნახავთ
FaceBook
"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი  მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას გამართულ საწინააღმდეგო  ბორშის პერფორმანსს ეხმიანება.

რაც ქუთაისში ვიხილეთ, ეს იყო უნიჭო პროვოკაცია. პრეზენტაციის დაწყებამდე მოდის სამი გეირევოლუციონერი, რომელმაც ისიც კი არ იცის, რომ ბორშჩი სინამდვილეში უკრაინული, პოლონური, ლიტვური წვნიანია და არა მარტო რუსული და რას აპროტესტებს, გაუგებარია. სხედან კურდღლებივით. ეს სამი ფრინველი ჩვენი მხარდამჭერებისთვის იმდენად უსახური და სასაცილო აღმოჩნდა, რომ პროვოკაცია არ შედგა, მაგრამ შეიძლება შემდგარიყო, ამაზე უნდა ეზრუნა პოლიციას, რომელმაც სამი უცხო ფრინველი ჩვენი აქციიდან არა თუ არ გაიყვანა, არამედ ბოლომდე დატოვა. საინტერესოა, პოლიცია რას ელოდა?!


აი, ამ სიცარიელიდან ტელეარხებმა სიუჟეტი შექმნეს, ეს ახალი ჟანრია- მთავარი ამბავი არაა აქტუალური, აქტუალურია კაცს რომ ცხვირზე ბუზი დააჯდა.

ახლა იმ ე.წ. პოლიტპარტიებს ვეუბნები, ვინც დღეს ჩვენთან სამი კურდღელი გამოაგზავნა. ხვალიდან ყველა ამ პარტიის ანონსს მივადევნებ თვალს, 150 კაცზე მეტი მაინც ვერსად ვერ იკრიბებით, ჰოდა, სადაც ღონისძიება გექნებათ დაგეგმილი, ორჯერ მეტი ჩვენი მხარდამჭერი მოვა და მაგ ბორშჩს რა მიმართულებით მოგახმართ, საკუთარ მაგალითზე ნახავთ",  - წერს ინაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. 

ქუთაისში,  სამოქალაქო აქტივისტები  "პატრიოტთა ალიანისის" საარჩევნოო სიიის წარდგენას ბორშით დახვდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.