ახალი ამბები
"ქართული მარში" ქუთაისში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმას ითხოვს
FaceBook
"ქართული მარშის" წევრები ქუთაისში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმას ითხოვენ.

გაერთიანების წევრებმა მერიის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწოდეს ძეგლის განთავსების ადგილად, ქალაქის ცენტრალური ბულვარი, კერძოდ 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია გამოყონ.

"ჩვენი პირველი და უმთავრესი მოთხოვნა არის ქუთაისში ძეგლი დაუდგან  ზვიად გამსახურდიას. გარდა იმისა, რომ ზვიადი არის პირველი პრეზიდენტი, ის არის ეროვნული გმირი. მივმართავთ მერის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ერემეიშვილს, ქალაქის ცენტრში, 9 აპრილის გმირების მემორიალის გვერდით დაიდგას ზვიად გამსახურდიას ძეგლი".

აქციის მონაწილეებმა, ასევე, მოითხოვეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მემორიალის ნაცვლად, რომელიც 2009 წელს საკანონმდებლო ორგანოს მშენებლობის გამო ააფეთქეს, ახალი მემორიალი დადგან.

"მარშის" წევრებმა თავიანთი მოთხოვნები მერიაში წერილობით უკვე დაარეგისტრირეს.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს - მან ამომრჩევლების ხმების 86% მიიღო.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების
ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
11:02 / 26.04.2024
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.