ახალი ამბები
სკოლები იმერეთში, რომლებიც პირველკლასელების გარეშე დარჩა
FaceBook
იმერეთში, 2020-2021 სასწავლო წლისათვის პირველკლასელების გარეშე 12 საჯარო სკოლა დარჩა.
წინა წელთან შედარებით მონაცემები შემცირებულია. 2019-2020 სასწავლო წელს პირველკლასელების გარეშე ზარი იმერეთის 30 სკოლაში დაირეკა.

რესურსცენტრების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პირველკლასელების გარეშე დარჩენილი სკოლების ჩამონათვალი ასეთია:

ვანის მუნიციპალიტეტი - სოფელ ზეგნის საჯარო სკოლა;

სამტრედიის მუნიციპალიტეტი - სოფელ წიაღუბნის საჯარო სკოლა;

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლა;

ხონის მუნიციპალიტეტი - სოფელ ღვედისა და კინჩხას საჯარო სკოლები;

საჩხერის მუნიციპალიტეტი - სოფელი მხოვასა და ხომრეთის საჯარო სკოლები;

პირველკლასელების გარეშეა დარჩენილი ტყიბულის სამი სკოლაც.

იმერეთის მუნიციპალიტეტში სულ 396 სკოლაა, სადაც 7 ათასამდე პირველკლასელი წავა. 

კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო 6 დიდ ქალაქში სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებს 1 ოქტომბრამდე გადაიდო.

სკოლები მუშაობას სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციებით განაახლებენ. სამინისტროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევები, ეძლევათ შესაძლებლობა, რომ სასწავლო პროცესის დროს გაკვეთილების ხანგრძლივობის მოქნილობის გრაფიკი შეიმუშაონ. ასევე ეძლევათ არჩევანი, რომ ორგანიზებისთვის გამოიყენოს შაბათი დღე.

სკოლას ექნება უფლება თავად განსაზღვროს დღის დაწყება. მას შეუძლია სწავლა დაიწყოს 9 საათზე და მოსწავლეების მიღება ყოველი 15 წუთის შემდეგ კლასებისა და საფეხურების მიხედვით განსაზღვროს.


ავტორი : ანა ჯიქია
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე, ხანძარი
ლოკალიზებულია.
20:15 / 25.11.2020
ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე, ხანძარი ლოკალიზებულია.
ქუთათელ-გაენათის ეპარქიის მეუფე
იოანე გამრეკელი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას გამოეხმაურა.
13:43 / 23.11.2020
ქუთათელ-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას გამოეხმაურა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.