ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრში ახალი სეზონი გალაკონცერტით გაიხსნება
FaceBook

ქუთაისის ოპერის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან.


მანამდე დაგეგმილია გალაკონცერტი, რომლითაც გაიხსნება ახალი სეზონი ოპერის თეატრში.

ქუთაისის ოპერის თეატრი კი სეზონს 2 ოქტომბერს გახსნის.

წარმოდგენილი იქნება გალაკონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.

"გალა კონცერტი ჩატარდება არც ისე დიდი ქრონომეტრაჟით რეკომენდაციების გათვალისწინებით დიდი ხანი არ უნდა ვიყოთ სცენაზე. ამიტომ შემცირდა ქრონომეტრაჟი. გვქონდა იდეა გარეთ გაგვეკეთებინა, რადგან პირველი ოქტომბრიდან გვეძლევა უფლება გამოვიყენოთ შენობის შიდა სივრცე. ამიტომ ოპერის შენობა ვამჯობინეთ", - აღნშნავს ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი რეზო ჯავახიშვილი.

თეატრში პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ახალ სპექტაკლზე. ბიძინა კვერნაძის "იყო მერვესა წელსა" შუშანიკის წამების" მიხედვით. რომლის პრემიერაც დეკემბერში გაიმართება.

რეზო ჯავახიშვილის თქმით, თეატრს ბევრი გეგმა აქვს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე და იმის მიხედვით, დაკორექტირდება საოპერო ღონისძიებების ჩატარების გეგმაც.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.